FM97.5 / LIVE

დაპირისპირება პარლამენტთან – ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.11.2018
რუსთაველის გამზირზე, სადაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება პარლამენტთან – ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა

დაპირისპირება რუსთავველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სარალიძესთან სოლიდარობის ნიშნად მისულმა არასამთავრობო როგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვების გაშლა სცადეს.

“კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!” – ამ სახელწოდებით აქცია პარლამენტის წინ გუშინ დაიგეგმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, დღეს, 20:00-ზე პარლამენტთან შეკრებილიყვნენ. აქციაზე აპროტესტებენ როგორც სარალიძე/მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლაში ხელშეშლას, ისე მერიის მოთხოვნას მათდამი, შეცვალონ აქციის ჩატარების ადგილი შვიდ დეკემბრამდე, ნაძვის ხის დადგმის საჭიროების გამო.

აქციის ორგანიზატორთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: “საფარი”, “სამართლიანი არჩევნები”, “საია”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, საქართაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა".

შეხლა–შემოხლისა და დაპირისპირების შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მისი დედა, მარინა ბეგაძე შეუძლოდ გახდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, დაახლოებით, 15 წუთიანი ინტერვალით, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსტაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებმა კარვები მაინც გაშალეს. ამ დროისათვის ადგილზე 10-მდე ასეთი კონსტრუქციაა განთავსებული.

აქციის ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღამით არსად წავლენ და კარვებში დარჩებიან, რათა დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება და მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა
სარალიძე დაკავებულია, პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქცია დაიწყო
პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავარ პროკურორად მათ მიერ შერჩეული პირი დაინიშნოს
ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინეს
თბილისში პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების გაშლას გეგმავენ