FM97.5 / LIVE

ივანიშვილმა აბასთუმნელებს არჩევნებმადე გაზის გამათბობლები აჩუქა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.11.2018
აბასთუმანში, არჩევნების პირველ ტურამდე, რამდენიმე დღით ადრე, 380–მდე ოჯახმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან გაზის გამათბობლები მიიღო. იურისტები წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობენ.

ივანიშვილმა აბასთუმნელებს არჩევნებმადე  გაზის გამათბობლები აჩუქა

კურორტ აბასთუმნში მცხოვრებ ეთერ ბალახაძეს ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი გამათბობელი ჯერ არ დაუმონტაჟებია, რადგან ხელოსნებმა ვერ მოიცალეს და მათ ელოდება. ბალახაძე ამბობს, რომ გამათბობელი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე მიუტანეს: „აბასთუმნის წარმომადგენელმა მოგვიტანა, პირადობა მივეცი, თან სია ჰქონდა, სადაც ჩამონათვალი იყო მათი, ვისთვისაც „კარმები“ უნდა გადაეცა“.

28 ოქტომბერმდე, საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში, აბასთუმანში „კარმა“ 380–მდე ოჯახმა მიიღო.

„მე უკვე დავამონტაჟე, ძალიან კარგი „კარმაა“, ბოლო მოდელია, ჩეხური ყოფილა და სადღაც 800 ლარი ღირსო მითხრეს. ვინც დააყენა ყველა კმაყოფილია“,– გვითხრა აბასთუმანში მცხოვრებმა იოსებ ცისკარიძემ.

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, აგვისტოში, ორ კვირაზე მეტ ხანს ისვენებდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გამათბობლების ჩუქებას მაშინ დაჰპირდა: „აქაური მთავრობისთვისაც დაუძახია, აბასთუმნის მოსახლეობას უჭირს და მე სადაც დამისვენია, ყველასთვის პატივი მიცია და ამათაც „კარმები“ უნდა ვაჩუქოო. დანაპირები აგვისრულა“.

აბასთუმანში გამათბობლები აქვთ, თუმცა, ჯერ გაზი შეყვანილი ყველა ოჯახში არ არის. კურორტის გაზიფიცირება გაზაფხულზე დაიწყო და ახლა აქ დაქსელვა–გამრიცხველიანებას კომპანია „სოკარი“ ახორციელებს: „კურორტი მთლიანად დაქსელილია და ვინც განცხადებით მოგვმართა, რომ ბუნებრივი აირი შეგვეყვანა, სახლებში შევუყვანეთ. ახლა იმ სახლებშია შესაყვანი, რომლებსაც მთავრობა რეაბილიტაციას უტარებს“, – ამბობს „სოკარის“ ადიგენის სერვისცენტრის მენეჯერი გია ყურმაშვილი.

აბასთუმანში რეაბილიტაცია 18 ისტორიულ სახლს უტარდება: „გვეუბნებიან, ამ სახლების რეაბილიტაცია რომ დასრულდება, მერე შემოგვიყვანენ გაზსო. გამათბობელსაც მერე დავამონტაჟებთ“, – გვითხრა აბასთუმნელმა ლელა გახოკიძემ, რომელმაც ივანიშვილის გამოგზავნილი „კარმა“ უკვე მიიღო, თუმცა ჯერ ისევ შეშის ღუმელით თბება.

ივანიშვილმა აბასთუმნელებს არჩევნებმადე  გაზის გამათბობლები აჩუქააბასთუმნელებს გაზის გამათბობლები, ადიგენის მერის წარმომადგენელმა გიორგი გედევანიძემ პირადად გადასცა: „ეს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა და საჩუქარია. დაახლოებით, ერთი თვეა, რაც გამათბობლები დავარიგეთ. აბასთუმანში გაზიფიცირება რომ მოხდა, ამ ადამიანმა [ბიძინა ივანიშვილმა] მოსახლეობას საჩუქარი გაუკეთა და გამათბობლები გადასცა. „კარმები“ ერთ–ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადმოსცა მუნიციპალიტეტს და ჩვენ მივეცით მერე ხალხს“.

გიორგი გედევანიძის თქმით, გამათბობელი აბასთუმანში იმ ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც კურორტზე მუდმივად ცხოვრობენ: „სულ 800–მდე აბონენტი გვყავს, მაგრამ მუდმივად მცხოვრებმა, დაახლოებით, 375–მა ოჯახმა მიიღო „კარმა“.

წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გამათბობლების ხალხისთვის ჩუქებას, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვად აფასებენ იურისტები და ამაში სისხლის სამართლის ნიშნებს ხედავენ.

„თუ დადგინდება, რომ ნამდვილად პარტიის თავმჯდომარემ აჩუქა წინასაარჩევნოდ გამათბობელი ხალხს, პირდაპირ აღიქმება, რომ მოისყიდა ამომრჩეველი და მოსახლეობას, ამ შემთხვევაში „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის უნდა დაეჭირა მხარი. ამ საკითხით აუდიტიც უნდა დაინტერსდეს, რადგან სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება მომხდარში“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილიც: „ჩვენ დავინტერესდებით ამ საკითხით და გამოვითხოთ ყველა ინფორმაციას. ვეცდებით დავადგინოთ, რა თანხებით შეისყიდეს გამათბობლები და ხომ არ იყო ეს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა“.

რა თანხა დაიხარჯა აბასთუმნელებისთვის გამათბობლების შესაძენად და რატომ დაურიგეს ის ხალხს წინასაარჩევნო პერიოდში – ამ შეკითხვებზე პასუხს „ქართული ოცნებიდან“ წერილობით ველოდებით.

არჩევნების პირველ ტურში კი N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე მისული 621 ამომრჩევლიდან 442–მა ხმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მისცა.

ივანიშვილმა აბასთუმნელებს არჩევნებმადე  გაზის გამათბობლები აჩუქა

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს
აბასთუმანში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი მხოლოდ ‘ოცნებას’ ეყოლება
რას ამბობენ გამათბობლების მაღაზიებში ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე
‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ
აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს  აშენებს
წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში
აბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო