FM97.5 / LIVE

შსს: ახალქალაქში დაზარალებულებმა გამოკითხვაზე უარი თქვეს

მთავარისიახლე, სამართალი 01.11.2018
შსს–ში აცხადებენ, რომ ახალქალაქში მხარეები დაპირისპირების სხვადასხვა მოტივზე საუბრობენ. უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ყველა დაზარალებულის გამოკითხვა, ამის გამო კი საწყის ეტაპზე, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით, გამოძიებას გარკვეული პრობლემები შეექმნა.

შსს: ახალქალაქში დაზარალებულებმა გამოკითხვაზე უარი თქვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალქალაქში მომხდართან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით დაიწყო.

შეტყობინების მიღებისთანავე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. დაკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციისა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, კონფლიქტის შემსწრე და სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირები. მხარეები და მოწმეები დაპირისპირების სხვადასხვა მოტივზე საუბრობენ. ამ დრომდე ვერ მოხერხდა ყველა დაზარალებულის გამოკითხვა. 2018 წლის 30 ოქტომბერს დაზარალებულებმა უარი თქვეს გამოკითხვაზე, რამაც საწყის ეტაპზე გამოძიებას შეუქმნა გარკვეული პრობლემები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით. 2018 წლის 31 ოქტომბერს, ზემოაღნიშნული პირები დათანხმდნენ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ორი მათგანი უკვე გამოიკითხა. დანარჩენი ორი დაზარალებული მათივე სურვილით გამოიკითხება 2018 წლის პირველ ნოემბერს.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულის მოტივის და ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, გამოძიება, უმოკლეს ვადებში, იმსჯელებს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ასევე სასამართლო-სამედიცინო და სხვა აუცილებელი ექსპერტიზები. მუშავდება შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები", – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში დაპირისპირების ფაქტზე 5 პირს ბრალი წარედგინა
შსს: სამართალდარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა, 15 არ დადასტურდა
პროკურატურამ პასუხისგებაში ენზელ მკოიანის ძმა და შვილი მისცა
ახალქალაქში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალციხეში პოლიციელების დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ომბუდსმენი: 'ახალქალაქში ძალადობის ჩამდენების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს'
ახალქალაქში სროლის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო