FM97.5 / LIVE

რადიო ნორი: ნინოწმინდაში მიხეილ სალუაშვილი მიხეილ სააკაშვილში აერიათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 31.10.2018
საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სალუაშვილმა ნინოწმინდაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მათ სალუაშვილი სააკაშვილი ეგონათ.

რადიო ნორი: ნინოწმინდაში მიხეილ სალუაშვილი მიხეილ სააკაშვილში აერიათ

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი რადიო ნორი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით მიხეილ სალუაშვილს ნინოწმინდაში წინასაარჩევნო კამპანია არ უწარმოებია, შესაბამისად ადგილობრივები მას არც იცნობენ. მაგალითად, სოფელ ხანჩალში რადიო ნორს ერთ–ერთმა ადგილობრივმა უთხრა, რომ მას მიხეილ სალუაშვილისთვის ხმა არ მიუცია და არჩევანი მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტისგან გაიგო, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების სიაში არ იყო, თქვა: „მე კიდევ მეგონა რომ სააკაშვილი იყო“.

სოფელ ჯიგრაშენში ერთ–ერთი მცხოვრები ამბობს, რომ მან ბიულეტენში მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ამოიკითხა, მაგრამ მისთვის არ მიუცია და სხვა შემოხაზა.

საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სალუაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ 2 970 ხმა დააგროვა. მათ შორის ყველაზე მეტი, 87 ხმა ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მიიღო.

მიხეილ (გელა) სალუაშვილი, არჩევნებში მონაწილეობის მიზეზს ასე აღწერს: „დღეს ჩვენ მეორედ მოსვლის წინარე ეპიზოდში ვცხოვრობთ, ამ მდგომარეობაში სახელმწიფოს მეთაური ღმერთის ნების აღმსრულებელი უნდა იყოს“.

მან საარჩევნო პროგრამას „გაბრწყინებული საქართველოსთვის“ დაარქვა, დევიზად კი „უფალი ჩვენი სიმართლეა“ ჰქონდა.
მის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ მთავარია 1. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება; 2. ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილური გარემოს შექმნა, და 3. კეთილმეზობლურ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო მისიის განხორციელება.

სალუაშვილის საარჩევნო პროგრამა მხოლოდ ქართულ ენაზე იძებნება.

მიხეილ (გელა) სალუაშვილიმა ნინოწმინდის ოლქში ხმების თითქმის 1 პროცენტი (0,92 % – 87 ხმა) მიიღო, ამ შედეგით ნინოწმინდაში გადაასწრო ისეთ კანდიდატებს, როგორებიც არიან შალვა ნათელაშვილი (0,2 %), კახა კუკავა, (0,27 %) ზურაბ ჯაფარიძე (0,16 %) და დავით უსუფაშვილი (0,07 %).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააკაშვილი ამბობს, რომ ავღანეთში არჩევნები ვაშაძემ მოიგო
საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა
N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში „ოცნების“ კანდიდატმა ხმების  80.57 %  მიიღო
მიხეილ სააკაშვილი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 31 ოქტომბერი [Audio]