FM97.5 / LIVE

როგორი კადრი სურთ გამგებლად ახალქალაქში?

მთავარიპოლიტიკა 16.07.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამგებლის პოსტი 24 ივნისიდან ვაკანტურია. ახალქალაქში მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ მომავალი გამგებლის პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ის ხალხზე ზრუნავდეს. თუმცა, უმრავლესობას სამართლიანობის აღდგენის არ სჯერა და ფიქრობენ, რომ მათ იმედებს ვერც მომავალი გამგებელი გაამართლებს.

როგორი კადრი სურთ გამგებლად ახალქალაქში?
როგორი კანდიდატურა სურთ გამგებლის პოსტზე - ამ საკითხზე „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალქალაქის ქუჩებსა და ცენტრალურ პარკში 43 ადამიანი გამოკითხა.

აქედან, 28 გამოკითხულმა კითხვაზე პასუხისგან უარი განგვიცხადა. ხუთმა გვითხრა, რომ ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. დანარჩენებმა კი რამდენიმე საკითხი წამოწიეს, რაზეც მათი აზრით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი უნდა ზრუნავდეს.

ლენა პეტროსიანი ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენის არ სჯერა და ამიტომ, ვინ იქნება გამგებელი, მისთვის ნაკლებად საინტერესოა: „იყოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ვნახოთ, როგორ იმუშავებს. სხვა პარტიებისგან არაფერი გვინახავს. რადგანაც ეს პარტია ბოლო პერიოდში შეიქმნა, იქნებ კარგად უხელმძღვანელოს. თუმცა ამ ეტაპზე ვერავის ვხედავ, რომ სამსახურიდან გამოგდების არ ეშინოდეს, იმას ამბობდეს რასაც ფიქრობს და იმას არ აკეთებდეს, რასაც მიუთითებენ“.

დიასახლისი თამარი ფიქრობს, რომ ახალი გამგებელი მხოლოდ საკუთარი თავისა და ჯიბისთვის არ უნდა მუშაობდეს: „ხალხზე უნდა ზრუნავდეს. როგორც კი თანამდებობას იღებენ, დაპირებები ავიწყდებათ. რომელი პარტიიდან იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ხალხის აზრს ანგარიშს უწევდეს. სამართლიანი არჩევნების არ მჯერა, ხალხს ტყუილად აპირისპირებენ ერთმანეთთან, მაინც ვინც უნდათ, იმას ნიშნავენ და რაც უნდათ, იმას აკეთებენ“.

ჯულიეტა სააკიანს ახალქალაქის ბაზრის საკითხი აწუხებს და ამბობს, რომ მთავარია ხელმძღვანელობა პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს.

„პარტიული კუთვნილება არ მაინტერესებს, ჩემთვის მთავარია ხალხის პრობლემები მოგვარდეს, ქალაქს უვლიდნენ, ქალაქში სიიაფე და სამუშაო იყოს. ბაზარი მოაწესრიგონ და ბოლოს და ბოლოს ეს საკითხი გადაწყდეს, რომ მოვაჭრეები ქუჩიდან შიგნით შევიდნენ“, – ამბობს იგი.

აზატ ჰარუთიუნიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამგებელი კომუნიკაბელური იყოს და ადგილობრივებს უსმენდეს.

„რომელი პარტიიდან იქნება, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია იყოს და დარჩეს ადამიანად, რომ როცა მასთან მივალთ, მიგვიღოს და ჩვენი პროლემები მოაგვაროს. არჩევნებში ყოველთვის ვმონაწილეობდი და იმედი მაქვს, ჩვენი ხმები მათაც აინტერესებთ“, – ამბობს იგი.

მამიკონ პეტროსიანმა აზრის გამოთქმა იმ მოტივით არ ისურვა, რომ მათ მაინც არავინ არაფერს ეკითხება: „ჩვენ ვინ გვეკითხება. რომ ვთქვა, ვინ მინდა, ეს ვის აინტერესებს?! სამართლიანი არჩევნების არ მჯერა, ის სამართლიანად არასდროს ტარდება“.
პეტროს ქოსიანის აზრით სამართლიანობის აღდგენა ნაწილობრივ ხალხზეცაა დამოკიდებული. თუმცა, იმაში რომ ყველაფერი კანონის დაცვით ჩაივლის, დარწმუნებული არ არის: „ყველა თავისკენ „გადაქაჩავს“.

„არც ერთი პარტიისგან არაფერი გვინახავს, იღებენ 1500 ლარს და ცხოვრობენ, სხვებმა ისე იცხოვრონ, როგორც უნდათ. ბოლოს და ბოლოს, იქნებ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, ვინც ხალხზე იზრუნებს“, – გვითხრა ინკოგნიტო რესპონდენტმა და ვინაობა იმ მოტივით დაგვიმალა, რომ ოჯახის წევრების უმუშევრად დარჩენის შეეშინდა.

გამოკითხვისას მოქალაქეთა ნაწილმა გვითხრა, რომ გამგებლის უფლება-მოვალეობის შესახებ ნაკლები იციან.

ედიკ ჩომარიანი ამბობს, რომ პოლიტიკისგან შორსაა. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიიდან დანიშნავენ გამგებელს, მთავარია, ხალხს კარგად ეპყრობოდნენ და პენსიები გაზარდონ. ჩომარიანმა გაგვიმხილა, რომ სასიკეთო ცვლილებების არ სჯერა და მაინცდამაინც არც ახალი გამგებლის იმედი აქვს.

„ვინც უნდა იყოს, მაინც იგივე სიტუაცია იქნება. ჩვენ ვინ გვეკითხება?! არჩევნებამდე ერთ–ერთი ხელმძღვანელი ერთი ოთახის გამოყოფას დაგვპირდა, რომ ზამთარში შეკრებისთვის ადგილი გვქონდეს და ზამთრის გრძელი დღეები როგორმე შევამოკლოთ. წელიწადი გავიდა ამ დაპირებიდან, ეს ადამიანი კვლავ თავის ადგილზეა, მაგრამ დაპირება არ ახსოვს. ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენებაც ვერ შეძლეს ქალაქში, პარკში უკვე უსიამოვნო სუნია“, – გვითხრა ედიკ ჩომარიანმა.

შეგახსენებთ, გამგებლის პოსტი ახალქალაქში ვაკანტური 24 ივნისიდან, მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა გამგებელმა ნაირი ირიციანმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. ვაკანტურ პოსტზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია.

ვინ შეიტანა განცხადება ვაკანტურ პოზიციაზე, ცნობილი 13 ივლისის, დღის 12:00 საათზე გახდება. უკვე შერჩეულია კომისია, რომელიც წინასწარი ინფორმაციით 9 ადამიანისგან შედგება. მათ შორის 2 არასამთავრობო ორგანიზაციების წევრია, 4 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, 3 კი საკრებულოს წარმომადგენელია.

მოთხოვნების მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა ჰქონდეს არასრული უმაღლესი განათლება (ბაკალავრი), სასურველია იყოს პროფესიით იურისტი ან ეკონომისტი. აუცილებელია სამი ენის: ქართულის, რუსულისა და სომხურის ცოდნა, თუმცა აღნიშნულია, რომ საკმარისია სამივე ენაზე წერისა და საუბრის ცოდნის მხოლოდ დამაკმაყოფილებელი დონე. ასევე კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებაში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება, კარგად ფლობდეს Word, Exel და Internet პროგრამებს.

სხვა დოკუმენტებთან ერთად კანდიდატმა უნდა წარადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ჯანმრთელობის ცნობა და დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ კანდიდატი ნარკომანი არ არის. კანდიდატის ასაკი მითითებულია 65 წლამდე.
კანდიდატმა უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული სამართლებრივი აქტები: ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ასევე კანონი „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“.

[შუშან შირინიანი, ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რისი ცოდნა სურთ ამომრჩევლებს
მელიქ რაისიანი-ახალქალაქში სამართლიანობის ნიშნები არ ჩანს
ახალქალაქში გამგებლის შეცვლის საკითხი კვლავ აქტუალურია
'პრეზიდენტიც ქალი უნდა იყოს' [Video]
რატომ გადადგა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი?
ვის აირჩევს ახალქალაქი?
ედუარდ აღასარიანი: 'ამ თანამდებობისთვის შესაფერისი ვარ'