FM97.5 / LIVE

გრიგოლ ვაშაძე: ‘წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.10.2018
მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებას მეორე ტურში თავად მოიპოვებს.

გრიგოლ ვაშაძე: ‘წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ’

„გილოცავთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ღირსების არჩევნები შედგა და მიუხედავად ტონობით ფულისა, რომელიც დახარჯა ე.წ. ხელისუფლებამ, მიუხედავად გაყალბებისა, მცდელობებისა, რომ თავისი კანდიდატისთვის დაეწერათ გამარჯვება, ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ პარალელურად ვითვლით ოქმებს და ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

იგი დარწმუნებულია, რომ მეურე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს: „მე მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ თავისი პოზიცია გამოხატა. პირობას გაძლევთ, რომ ისევე ვიმუშავებთ მტკიცედ, როგორც ვმუშაობდით აქამდე“.

შეგახსენებთ, რომ 14:00 საათის მონაცემებით, დათვლილია საარჩევნო უბნების 99.97%. წინასწარი შედეგების მიხედვით, კანდიდატების შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი – 38.64% (615 610 ხმა);
გრიგოლ ვაშაძე- 37.74% (601 186 ხმა);
დავით ბაქრაძე – 10.97% (174 707 ხმა);

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება
Gallup International: სალომე ზურაბიშვილი 58%, გრიგოლ ვაშაძე 42%
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო
ცესკო:საარჩევნო უბნების 100% დათვლილია
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ზურაბიშვილმა 17–ზე წააგო
Edison Research ეგზიტპოლის შედეგები: გრიგოლ ვაშაძე - 45%, სალომე ზურაბიშვილი - 55%
ცესკო: 512 უბნის მონაცემებით მეორე ტური იქნება