FM97.5 / LIVE

ოჯახის ნათლიას გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

მთავარისაზოგადოება 15.07.2013
ადიგენის ერთ-ერთ სოფელში მამა-შვილს არასრულწლოვან გოგონაზე სისტემატურ ძალადობაში ადანაშაულებენ. შემზარავი ამბავი, რომლის გამოძიებაც დროში ჭიანურდება; რას ამბობენ მხარეები და რა ართულებს სიმართლის დადგენას;

გამხელილი საიდუმლო

16 წლის გოგონა, ოჯახის ნათლიას, ამავე სოფელში, მცხოვრებ 44 წლის მამაკაცს, გაუპატიურებაში ადანაშაულებს. შემთხვევა პირველად 4 წლის წინ მოხდა, მაშინ გოგონა 12 წლის იყო. ამ ფაქტის შესახებ ოჯახისთვის ცნობილი გასული წლის ნოემბერში გახდა. მაშინ 15 წლის ნანა გელაძე (სტატიაში ნახსენები ყველა სახელი და გვარი შეცვლილია, „სკ“) სახლიდან გაიქცა.

„6 საათზე მუსიკიდან უნდა მოსულიყო, მასწავლებელთან დავკრეკეთ და გვიპასუხა, რომ მესამე გაკვეთილიდან გავათავისუფლეთ, გვითხრა დედა არის ცუდადო. გვიან კი ჩემ ბიჭთან დარეკა, კარგად ვარ, ჩემზე არ იდარდოთ ბათუმში მივდივარო, - გვიყვება გოგონას დედა ეთერ გელაძე და ამატებს, - სახლიდან გარეთ გასვლა არ უყვარდა, სოფელში მამიდამისთანაც არ გავიდოდა ჩემს უკითხავად, ვერ მივხვდი რა ხდებოდა“.

მისი თქმით, ნანა სოფლიდან ადიგენამდე ფეხით ჩასულა, ადიგენიდან ახალციხემდე ტაქსით, ახალციხიდან თბილისამდე ავტობუსით და თბილისიდან ბათუმში, მამიდასთან აპირებდა წასვლას: „ტელეფონი არ ჰქონდა, თბილისში უყიდია იმისთვის, რომ ჩვენთან დაერეკა. იმდენი ვქენით, რომ ჩემი ქმარი ბათუმის „მარშუტკის“ მძღოლს დაუკავშირდა და გორიდან მოვაბრუნეთ“.

შინ მოსულმა სიმართლე ვეღარ დამალა.

„ლოგინში იწვა და ტიროდა, გადმოვაბრუნე და ვკითხე, რა გაგიკეთეთ ასეთი, რომ სახლიდან გაიქეცი-მეთქი. მითხრა, თუ გინდა მომკალი, თქვენ არაფერ შუაში ხართ, 4 წლის განმავლობაში ამირან მჭედლიძე და მისი ბიჭი მაუპატიურებდნენო“, - ამბობს ეთერი.

მოძალადე მამა-შვილი?!

მჭედლიძეებს და გელაძეებს ერთი ღობე აქვთ, მათ წლების განმავლობაში კარგი მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ, სწორედ ამიტომ ამირანს ნანას უფროსი ძმა მოანათლინეს.

„მითხრა, პირველად მამამისმა გამაუპატიურა, შემდეგ კი შვილი ძალადობდაო. მეუბნებოდნენ თუ იტყვი, შენ მოგკლავენ, ჩვენ კიდევ ვერაფერს დაგვიმტკიცებენ, რადგან სამხილი არ არსებობსო , - იხსენებს ეთერი, - შოკში ჩავვარდი ეს რომ გავიგე. ჩემი ბიჭიც წამოხტა, დანა აიღო, თავს მოვიკლავ, ან იმათ მოვკლავო ყვიროდა. მუხლებში ჩავუვარდი, არ მინდოდა სისხლი დაღვრილიყო“.
იმ ღამესვე გელაძეებმა პოლიციაში დარეკეს. ოჯახში შეიკრიბნენ ნათესავებიც. მანამდე კი, სანამ პოლიციის თანამშრომლები მოვიდოდნენ, ნანამ 4 წლის განმავლობაში მომხდარი გაიხსენა.

როგორ დაიწყო ყველაფერი

შემთხვევა პირველად 11 წლის ასაკში მოხდა. ამირანის გოგონა და ნანა მათთან სახლში ერთად თამაშობდნენ. გოგონა გარეთ გავიდა, ამირანმა ნანას ხელი მოხვია და ჰკითხა, უყურებდა თუ არა სერიალებს.

„ნანას უთქვამს, არ ვუყურებ, დედაჩემი არ მაყურებინებსო. მერე უთქვამს, რომ ჩვენ ახლა ის უნდა გავაკეთოთ, რასაც სერიალებში ცოლი და ქმარი აკეთებენო. პირზე ხელი აუფარებია და სხვა ოთახში გაუყვანია. ბავშვი ეხვეწებოდა თავი დაენებებინა... მერე ტკივილისგან გონება დაუკარგავს“, - გვიყვება ეთერი და ცრემლებს ვერ იკავებს.

ოჯახის ნათლიას გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენგონდაკარგული ნანა, მისი თქმით, ამირანის გოგონამ ნახა და მოაბრუნა. ამის შემდეგ კი ეს ყველაფერი 4 წლის განმავლობაში არა ერთხელ განმეორდა. მამასთან ერთად ძალადობა,პირველი ფაქტიდან 2 თვის შემდეგ, მისმა 20 წლის ბიჭმაც დაიწყო. გოგონას ხან გზაზე ხვდებოდნენ, ხან კი სკოლიდან გამოჰყავდათ და სკოლის უკან დანგრეულ შენობაში ძალადობდნენ.

ნანა თავის მოკვლასაც აპირებდა, თუმცა იმის გამო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მჭედლიძეები მის ოჯახში ჩვეულებრივ გააგრძელებდნენ მისვლა-მოსვლას, გეგმა შეცვალა. გადაწყვიტა ბათუმში წასულიყო, მამიდასთვის გაემხილა მომხდარი და თავისთვის გაუჩინარების უფლება მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა.

იმ დღეს კი სახლიდან იმიტომ გაიქცა, რომ მოძალადეებს თავს ვეღარ აღწევდა.

საქმე სამხილის გარეშე

საქმეზე გამოძიება იმავე ღამეს დაიწყო. გოგონამ იგივე ადიგენის რაიონულ სამმართველოში დაკთხვაზე ყოფნისასაც გაიმეორა. აქ ნანა მოძალადეებს დაუპირისპირეს. ამირანმა მომხდარს ცილისწამება უწოდა.

„პოლიციელბმა გვითხრეს, მხოლოდ ერთი გოგონას ნათქვამით ადამიანს ვერ დავაკავებთ და სხვა სამხილი ჯერ-ჯერობით არაფერი გვაქვსო. სამხილი არც ნანას ჰქონდა, გვითხრა არავის დავუნახივართ, ისიც არ ვიცი, ქალიშვილი ვარ თუ არაო“, - გვიყვება დედა.

პოლიციის თანამშრომლებმა ნანა დედასთან ერთად თბილისში ექსპერტიზაზე წაიყვანეს.

„ექსპერტმა თქვა, გოგონა ქალიშვილია, მაგრამ წვალების კვალი აქვსო“, - აცხადებს ეთერი და ამატებს, რომ მომხდარის შემდეგ ძალიან უჭირს მჭედლიძეების მეზობლად ცხოვრების გაგრძელება,- ერთი ეზო გვაქვს, ყოველდღე ვუყურებთ ერთმანეთს. ამის გამო ჩემი ბიჭი ბათუმში წავიდა, ეშინია, ვაი თუ დავთვრე, თავი ვეღარ შევიკავო და სისხლი დაიღვრებაო“.

„თავიანთი ოჯახის ჩირქი სხვას უნდა მოსცხონ“

ოჯახს, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, მომხდარის შემდეგ, არა მხოლოდ გელაძეების გვერდით, არამედ სოფელში ცხოვრების გაგრძელებაც კი უჭირს.

„მრცხვენია! მათთვის ეს არაფერია, გინდ მომხდარიყო ასეთი ამბავი, გინდა არა“, - აცხადებს ამირან მჭედლიძე.

ოჯახის ნათლიას გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენიგი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს: „ვერ ვხვდები რატომ დამაბრალეს ასეთი რაღაც. იქნებ იმიტომ, რომ თავიანთი ოჯახის ჩირქი სხვას უნდა მოსცხონ, სხვას დააბრალონ?! ეგ არის სრული სიცრუე! ხალხი მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მოვსულვარ აქამდე“.

იგი ნანას კარგად ახასიათებს და ამბობს, რომ მისი ცუდი საქციელი არასდროს შეუმჩნევია: „ის ახლაა ბავშვი და წარმოიდგინეთ, მაშინ რა იქნებოდა. 40 წლის მამაკაცი თუ 10 წლის ბავშვთან იქნებოდა, ამას აღარც გამოძიება და აღარც ექსპერტიზა დასჭირდებოდა, ყველაფერი ისეც ნათელი იქნებოდა“.
ამირანს ეთანხმება რძალი (იმ ვაჟიშვილის ცოლი, რომელსაც გაუპატიურებაში ადანაშაულებენ) და ამბობს, რომ შეიძლება გოგონა სხვაგან წავიდა: „სხვაგან გააკეთა ეგ საქმე და მშობლებს რომ არ მოეკლათ, გავიგე დედამ ჯოხით სცემაო, ჩვენ გადმოგვაბრალა. ჩვენ იმიტომ, რომ ოჯახებით კარგად ვიყავით ერთმანეთში და ალბათ იფიქრა, არაფერს მეტყვიანო. ის ვეღარ გათვალა, საქმე აქამდე თუ მივიდოდა“.

გაჭიანურებული საქმე

საქმე 8 თვეა ძიებაშია. ადიგენის რაიონულ სამმართველოში გამოძიება 3 ნოემბერს, სისხლის სამართლის #013031112002 საქმეზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირები უკვე დაიკითხნენ, თუმცა ამ დრომდე დამნაშავე მხილებული არ არის.

„არაერთხელ მივმართე პოლიციას, რომ დააჩქარონ გამოძიება“, - აცხადებს ამირანი.

გამოძიების დაჩქარება გელაძეებსაც სურთ. ამისთვის მათ მომხდარის შესახებ პროკურატურაშიც განაცხადეს. აქ ნანა უკვე 4-ჯერ დაკითხეს.

„მტკიცებულებების მოპოვების სტადიაში ვართ“, - აცხადებს პროკურორი ოთარ სანდოძე.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ჭიანურდება საქმე, გვაპსუხობს: „შეტყობინება 4 წლის შემდეგ მოხდა და იმიტომ“.

მომხდარიდან დღემდე დროის ხანგრძლივობა რომ შეუძლებელს ხდის გოგონაზე ძალადობის კვალის დადგენას, ამაზე გინეკოლოგიც საუბრობს: „სქესობრივი კონტაქტის დადგენა 10-15 დღის შემდეგ შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაშიც რთულია. ბუნებრივია, შესაძლებელია ძველი ნახეთქების კვალის შემჩნევა, თუმცა არ ვიცი, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ გოგონა ნაწვალებია, მითუმეტეს მაშინ, როცა საქალწულე აპკი დაზიანებული არ აქვს“.

გინეკოლოგის განმარტებით, თუ ორი უფროსი ასაკის მამაკაცი პერმანენტულად ძალადობდა 11 წლის ბავშვზე, შესაძლოა გოგონა გარდაცვლილიყო კიდეც: „ზუსტად არ ვიცით რა და როგორ იყო, ამიტომ ვარაუდით საუბარი რთულია“.

ფსიქოლოგი: გოგონა სპეციალისტის დახმარებას საჭიროებს

ამჟამად ნანა საზღვარგარეთაა. 4 თვეა, რაც მან ქვეყანა დატოვა. როგორც დედა ამბობს, სოფელში გაჩერება უჭირდა: „დაამთავრა 9 კლასი, პოლიციასთან შევათანხმეთ და წავიდა. ამბობს, რომ დაბრუნება აღარ უნდა“.

მისი თქმით, ნანა ნანობს, რომ მომხდარის შესახებ თქვა: „რომ მცოდნოდა ასე დაუსჯელები დარჩებოდნენ, იქნებ ჯობდა, არც მეთქვაო“.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ ის, რომ გოგონამ სოფელში, სადაც მასზე ძალადობდნენ, ცხოვრების გაგრძელება ვეღარ შეძლო, ბუნებრივია: „იმ ასაკში, როცა მასზე იძალადეს, მას ბაზისური რწმენები დაერღვა. ეს არის რწმენა იმისა, რომ სამყარო უსაფრთხოა და უსამართლობა შენ ყოველთვის გვერდს აგივლის. ეს კი ყველაზე მეტად სოციალურ ურთიერთობებზე აისახება, - გოგონა გაიქცა სოფლიდან. ადგილი, სადაც ეს ყველაფერი მოხდა, არამხოლოდ ტკივილთანაა დაკავშირებული, არამედ ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება სერიოზული სტიგმა ამუშავდეს. ამ სტიგმამ კი შეიძლება მთელი ცხოვრება დაუნგრიოს მას“.

ფსიქოლოგის თქმით, ძალადობის მსხვერპლის რეაბილიტაცია ძალიან სერიოზული პროცესია და ახლა გოგონა სპეციალისტის დახმარებას საჭიროებს: „საქმე გვაქვს ჯგუფურ პედოფილიასთან, რადგან მამა-შვილი ერთად ჩაერთო პროცესში. ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი დაშვება გააკეთო - ვის შეიძლება ანდო შვილი თუ არა ნათლიას?! ეს არის პრობლემა, სად უნდა იყოს ადამიანი ფრთხილად“.

ზოგს სჯერა, ზოგს არა

გამოძიების საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნება ნანას შესაძლოა იმაზე ადრე მოუხდეს, ვიდრე თავად გეგმავს. მანამდე კი მისმა ოჯახმა მომხდარის შესახებ სახალხო დამცველის აპარატსაც შეატყობინა და დახმარება სთხოვა. პასუხი უკვე მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ ადიგენის რაიონულ სამმართველოსა და პროკურატურაში საქმის ძიება დაწყებულია.

„პარლამენტშიც მინდა წასვლა, ეკას უნდა შევხვდე ბესელიას, მაგრამ ვერავინ ვნახე ისეთი, რომ შემახვედროს, - ამბობს გოგონას დედა და ნანობს, რომ 4 წლის განმავლობაში ბავშვს ვერაფერი შეამჩნია, - თავის ტკივილები ჰქონდა, ხანხახან ყელშიც რაღაც ახრჩობდა, თურმე ბავშვს ამხელა ნერვიულობა ჰქონია“.
მისი თქმით, მომხადარის შესახებ სოფელში ყველამ იცის. ზოგს სჯერა, ზოგს კი არა.

„მაგის დაჯერება ძნელია. იგონებენო ვერ ვიტყვი, მაგრამ მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ორივე ოჯახს ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს. ამირანისგან შეურაცხოყოფილი ჯერ სოფელში არავინ გვინახავს. ნანაც კარგი გოგონაა, 9 წლის განმავლობაში მისი ცუდი საქციელი არ მახსოვს. იმედია, გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას“, - გვითხრა ნანას დაწყებითი კლასებისა და მუსიკის მასწავლებელმა.

გელაძეები იმედს არ კარგავენ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, გამოძიება სიმართლეს დაადგენს. საქმის დასრულებას ელოდებიან მჭედლიძეებიც. სიმართლის გარკვევას ელოდება სოფელიც, თუმცა, დუმილით, დასახლებაში ეს თემა იმდენად ტაბუდადებულია, რომ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივებს დიქტოფონს მიღმაც უჭირდათ საუბარი.

იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი



[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რის სათქმელად დაუკავშირდა გაუპატიურებული გოგონა „სამხრეთის კარიბჭეს“
15 წლის გოგო თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

24 წლის გოგონა ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს
წარმოშობით ადიგენელი გოგონა თბილისში გარდაცვლილი ნახეს
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე