FM97.5 / LIVE

როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photo\video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.10.2018
შემოდგომის ფესტივალი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა– გაყიდვით დაიწყო. ღონისძიებაზე შესაძლებელი იყო მესხური კერძების დაგემოვნებაც.

როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photovideo]

ზედა ციხის მიმდებარე ტერიტორია დღეს, 20 ოქტომბერს დილიდან საზეიმოდ იყო მორთული. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსული ადგილობრივები, სტუმრებისთვის მესხურ კერძებს ამზადებდნენ. კერძების დაგემოვნებასთან ერთად სტუმრებს შეეძლოთ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერისთვის ეყურებინათ.

„ჩვენ ღრელიდან ვართ, მოვამზადეთ ხაჭაპური, ყველის ხინკალი, მწვადი, ლუხუმი და ბიში. ყველას შეუძლია მესხური კერძების დაგემოვნება “,–ამბობს სოფელი ღრელის წარმომაგდნელი ნელი იაძე.

პამაჯიდან ჩამოვიდა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გუარა მალასანიანი: „ეს პავილიონი პატარა და დიდ პამაჯს, ასევე საძელს და ყულალისს ეკუთვნის. ჩვენ თათარბერაგს ვაკეთებთ“.



შემოდგომის ფესტივალზე ხალხური რეწვის ოსტატებს საკუთარი ნამუშევრებიც ქონდათ გამოფენილი.

„ახალციხის დედათა მონასტრიდან ვართ. ნაქარგები გვაქვს გამოტანილი. ჩვენი ხელით არის შექმნილი. ასევე გვაქვს თაფლი, ჯემები, სანთლები და ფიჭა“,–ამბობს ახალციხის დედათა მონასტრის მორჩილმი მარიამი.

ფესტივალზე საკუთარი ნამუშევრები გამოფინა მაია მაისურაძემაც.

„თექის ნამუშევრები და ბისერისგან გაკეთებული სურათები მაქვს გამოტანილი ფესტივალზე. ბავშვობიდან ვაკეთებ და ეს ჩემი შემოსავლის წყაროა“,–ამბობს მაია.
შემოდგომის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ახალციხის სამხატვრო სკოლამაც.

„ზეთსა და გუაშში შესრულებლი ნამუშევრებია, რომლებიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს. ძირითადად შემოდგომის თემაზე“,–ამბობს ახაციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგი თამარ თამარაძე.

გამოფენა–გაყიდვის პარალელურად ახალგაზრდები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში ეჯიბრებოდნენ. ჭიდაობაში, მკლავჭიდში, კარატესა და ძალისმიერ სამჭიდში. გამარჯვებულებს ახალციხის მერიის კულტურის სამსახურმა სერთიფიკატები და მედლები გადასცა.

„ერთი წელია რაც კარატით ვარ დაინტერესებული, დღეს საჩვენებელ გამოსვლაში კარიმიტები და აგურები დავამტვრიე“, – ამბობს კარატისტი ირაკლი ინასარიძე.

სპორტულ შეჯიბრებაში პირველად მიიღო მონაწილეობა გვანცა პარუნაშვლმა: „ორი წელია რაც კარატეზე დავდივარ. ძალიან მომწონს. დღეს ფესტივალზე რამდენიმე საინტერესო ილეთი ვაჩვენე“.

კარატის საჩვენებელი გამოსვლის პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრი ჭიდაობაშიც.

„ხშირად ვიღებ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას ეს კარგია ჩვენი განვითარებისთვის“, – ამბობს მოჭიდავე ბადრი ფილიშვილი.

შემოდგომის ფესტივალი, რომელიც ახალციხის მერიის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდა, 12:00 საათზე დაიწყო და ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიება ანსამბლი „ივერიის“ კონცერტით დასრულდა.



როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photovideo]

როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photovideo]

როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photovideo]

როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photovideo]

როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photovideo]

როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photovideo]

როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photovideo]

[მარიამ ბარძიმაძე, თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]
რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'
ახალციხის სამხატვრო სკოლის ნამუშევრები სვანეთის ფესტივალზე
‘შემოდგომის ფესტივალი’ ახალციხეში 20 ოქტომბერს გაიმართება
ახალციხის სამხატვრო სკოლა  ერევანში გასამგზავრებლად ემზადება
ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ციხეზე [ფოტო]
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს