FM97.5 / LIVE

მიტროპოლიტი: ‘როცა შენი ქვეყნის საზღვრებს ვერ აკონტროლებ, მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია’

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.10.2018
„ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის 20%. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ საზღვრებს სრულად და კარგად ვაკონტროლებთ. ამიტომ როცა შენი ქვეყნის საზღვრებს ვერ აკონტროლებ, მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია“, – ამბობს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

მიტროპოლიტი: ‘როცა შენი ქვეყნის საზღვრებს ვერ აკონტროლებ, მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია’

მიტროპოლიტი თეოდორე აცხადებს, რომ ეკლესიის პოზიცია შეუვალია – არ შეიძლება საქართველოში კანონით იყოს დაშვებული მარიხუანას კულტივაცია: „შეიძლება სხვა ქვეყნებში მიზანშეწონილია სამედიცინო მიზნებისთვის, მაგრამ როცა ჩვენი ქვეყანა არის მეოთხე ადგილზე ნარკოტიკებისადმი მიდრეკილი ადამიანების რაოდენობის კუთხით, ვფიქრობ მის კულტივაციაზე საუბარიც კი ზედმეტია“.

შეკითხვაზე, რატომ სვამს ტოლობის ნიშანს ნარკოტიკსა და მარიხუანას შორის, მიტროპოლიტი გვპასუხობს: „არ არსებობს მსუბუქი და ძლიერი ნარკოტიკი, ყველა ნარკოტიკი არის ბოროტება, ყველა ნარკოტიკი არის ადამიანის დეგრადაციის გამომწვევი. მარიხუანაზე კი ამბობენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკიაო, მაგრამ რატომ არის მსუბუქი?! ის კლავს ტვინის უჯრედებს, პირდაპირ მოქმედებს ადამინის ფსიქიკაზე, ადამიანის გამრავლებაზე და კიდევ ძალიან ბევრ ფაქტორზე“.

მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ პარლამენტში პროექტის განხილვის შეჩერების მიზეზი მხოლოდ ეკლესიის პროტესტი არაა: „ეს არ იყო მხოლოდ ეკლესიის პროტესტი, ეს იყო საზოგადოების პროტესტი. კანაფის კულტივაციის პროექტზე ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და ხელისუფლებას თავისი, მაგრამ ვერ ვიტყვი ამ შემთხვევაში, რომ მთლიან ხელისუფლებას. ანუ ვერ ვიტყვი, რომ მთლიანი ხელისუფლება და ეკლესია სხვადასხვა მხარეს დგას“.

შეკითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, გაიტანს თუ არა ხელისუფლება აღნიშნულ კანონპროექტს განსახილველად პარლამენტში არჩევნების შემდეგ, მიტროპოლიტი გვპასუხობს: „არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით ნამდვილად“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიტროპოლიტი თეოდორე ვალეში მომხდარზე: ‘ეს ეკლესიის შეურაცხყოფაა’
მიტროპოლიტი თეოდორე ზურაბიშვილის განცხადებებზე
'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი
‘წირვა აუცილებლად ჩატარდება და იმედია ხალხიც მოვა’- ახალქალაქის მიტროპოლიტი
კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა
ფოფხაძე: ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 4 ოქტომბერი [Audio]