FM97.5 / LIVE

ლაზეროთერაპია და სტომატოლოგია – ‘მედიქსში’ უახლესი აპარატურით მოგემსახურებიან [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 10.10.2018
ცენტრში ლაზეროთერაპია უახლესი, 2018 წლის აპარატით, გერმანული ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიით ხორციელდება, რომელიც უზრუნველყოფს სამი სხივის ალექსანდრიტის, დიოდისა და ნეოდიუმის გაერთიანებას. მომხმარებლის მეტი კომფორტისათვის კი, უახლესი, მოყინვითი ტექნოლოგიის წყალობით შეგრძნებები მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც პროცედურას უმტკივნეულოს, უსაფრთხოსა და სასიამოვნოს ხდის.

ლაზეროთერაპია და სტომატოლოგია – ‘მედიქსში’ უახლესი აპარატურით მოგემსახურებიან [R]

ახალციხის ბაზარზე "მედიქსი" სასიამოვნო სიახლით შემოვიდა. მისი გუნდი უკვე მესამე თვეა მომხმარებელს ლაზერული ეპილაციისა და სტომატოლოგიური მიმართულებით ემსახურება. აქ დაცულია ყველა სტანდარტი, არის ახალი ტექნოლოგიები, მაღალი ხარისხი და სასიამოვნო გარემო.

ცენტრში ლაზეროთერაპია უახლესი, 2018 წლის აპარატით, გერმანული ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიით ხორციელდება, რომელიც უზრუნველყოფს სამი სხივის ალექსანდრიტის, დიოდისა და ნეოდიუმის გაერთიანებას. მომხმარებლის მეტი კომფორტისათვის კი, უახლესი, მოყინვითი ტექნოლოგიის წყალობით შეგრძნებები მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც პროცედურას უმტკივნეულოს, უსაფრთხოსა და სასიამოვნოს ხდის.

„საუკეთესო შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პროცედურებს შორის ინტერვალი 21 დღეა, რაც განპირობებულია თმის ზრდის ციკლით და ამ ვადის დაცვის შემთხვევაში, თმის მოცილება გაცილებით ნაკლებ დროში ხდება", - ამბობს "მედიქსის" ლაზეროთერაპევტი მარიკა გელაშვილი.

აღნიშნული კომბინირებული ტექნოლოგია ამ ეტაპზე ახალციხეში მხოლოდ "მედიქსშია" წარმოდგენილი. კლინიკა ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ბაზარზე გაბატონებულ ფასებთან შედარებით დაბალი ფასი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის მზაობას იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ამის ნათელი მაგალითია, სტუდენტებისათვის ლაზერული ეპილაციის პროცედურებზე მუდმივი 15% იანი ფასდაკლება.

ლაზეროთერაპია და სტომატოლოგია – ‘მედიქსში’ უახლესი აპარატურით მოგემსახურებიან [R]

რაც შეეხება სტომატოლოგიას, "მედიქსში" დღეს უკვე მიიღებთ ისეთ სერვისებს, როგორიც არის კბილების ენდოდონტიური მკურნალობა, კბილის რესტავრაცია, როგორც სტანდარტული ასევე მხატვრული. კბილის ამოღება, ამბულატორიული ქირურგია და კბილების დამუშავება. პროთეზირება, იმპლანტაცია და კბილების გასწორება ბრეკეტის მეშვეობით.

პროცესის ეფექტურობას უზრუნველყოფს ევროპული ხარისხის რენტგენ ვიზიოგრაფი, რისი საშუალებითაც ხდება არხის სიგრძისა თუ ყბის პათოლოგიის დადგენა, რაც უზრუნველყოფს მაღალი სირთულის სტომატულოგიური მკურნალობის ხარისხიანად შესრულებას.

რაც შეეხება ორთოპედიას, აქ ზედა და ქვედა მოსაყდრე ყბის პროთეზები, მეტალო კერამიკის ხიდები, კერამიკის და კომპოზიტიური შერევის შედეგად შექმნილი გვირგვინი კეთდება.
დამატებით, მედიქსის სტომატოლოგიურ კაბინეტში კბილებზე მაგარ და რბილ ნადებს უახლესი ულტრაბგერითი, სკალერის აპარატით მოგაშორებენ.

"მედიქსში" ნებისმიერი ტექნიკა უახლესი ტექნოლოგიის ნაწილია, რომ არაფერი ვთქვათ შიდა სასტერილიზაციო თუ ვიზიო სტანდარტებზე, რომელიც კლინიკისთვის ჩვეული ხარისხია.

„მედიქსის" მზაობა იყოს საუკეთესო ბაზარზე მის მიერ ექიმების შერჩევაშიც გამოიხატება. სტომატოლოგების შერჩევისას ყურადღება ექცევა ექიმის განათლებას, კვალიფიკაციას, იმას თუ რამდენად აქვს მზაობა მუდმივად ეცნობოდეს სპეციალიზებულ ვებ–გვერდებზე გამოქვეყნებულ სიახლეებს, ესწრებოდეს სტომატოლოგიურ თემებზე კონფერენციებს, გამოფენებს, ასევე, გადიოდეს გადამზადების კურსებს, რაც უზრუნველყოფს სერვისის მიწოდების მაღალ ხარისხს. საამაყოა, რომ ასეთი ექიმები სოფიო საანიშვილი და ნიკა ვაშაყმაძე შემოუერთდნენ ჩვენ გუნდს“, – ამბობს კლინიკის დამფუძნებელი დავით პარუნაშვილი.

ლაზეროთერაპია და სტომატოლოგია – ‘მედიქსში’ უახლესი აპარატურით მოგემსახურებიან [R]

კლინიკა სიახლეებს სტომატოლოგიურ და ესთეტიური მიმართულებითაც გვპირდება. უახლოეს მომავალში აპირებს კბილების გათეთრების ახალი ტექნოლოგია დანერგოს, რაც ემალის გათეთრებას, ლაზერული აპარატის მეშვეობით გულისხმობს.

სასიამონვო სიახლე იქნება გარუჯვის მოყვარულთათვისაც. კლინიკა ამ ეტაპზე მოლაპარაკებას აწარმოებს და ძალიან მალე, რეგიონის მაცხოვრებლებს საუკეთესო ხარისხის სოლარიუმის აპარატით გაანებივრებს.

ლაზეროთერაპია და სტომატოლოგია – ‘მედიქსში’ უახლესი აპარატურით მოგემსახურებიან [R]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ექიმი გვირჩევს": ბავშვთა სტომატოლოგია [Video]
კლინიკა ‘იმედი’ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს ®
ექიმი გვირჩევს: მოზარდთა სტომატოლოგია [Video]
გაძვირდა თუ არა  სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში
ახალციხეში ‘ცხელების ცენტრი’ გაუქმდება
ექიმი გვირჩევს: მოზარდთა სტომატოლოგია [Audio]
უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge უკვე ამოქმედდა ®