FM97.5 / LIVE

გაძვირდა თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.05.2020
პანდემიის გამო, ქვეყნის მასშტაბით, სტომატოლოგიური მომსახურების ღირებულება გაიზარდა. ახალციხეში არსებული კლინიკების უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მათთან ამ ეტაპზე ძველი ფასები შენარჩუნებულია, თუმცა რა იქნება ერთი თვის შემდეგ, არ იციან.

გაძვირდა თუ არა  სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში

22 მაისიდან სტომატოლოგიურ კლინიკებში გეგმური მომსახურება აღდგა. „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, გაიზრდება თუ არა მომსახურების ფასები ახალციხეში. ოთხი სტომატოლოგიური კლინიკიდან, სამში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მომსახურებაზე ძველი ფასები შეინარჩუნეს, რადგან „ჯერ-ჯერობით საჭირო მარაგი აქვთ“, თუმცა შესაძლოა ერთი თვის შემდეგ, როცა მარაგი გათავდება, შესაძლოა ღირებულებამ მოიმატოს.

სტომატოლოგები ამბობენ, რომ მომსახურების საფასურის ზრდა, ძირითადად, ექიმების ეკიპირებისათვის საჭირო აღჭურვილობის გამო ხდება.
მომსახურებებზე ფასები გაიზარდა არტურ ბალასანიანის სტომატოლოგიურ კლინიკაში: „ფასები გაძვირდა, ეს მხოლოდ ეკიპირების ფასი 10-15 ლარი ემატება მომსახურებას. ექვსი ლარი მხოლოდ ერთი ხალათი ღირს. მაქსიმალურად ვდილობთ, რომ პაციენტები დაბალ ფასში გამოვიყვანოთ, ეს მინიმალურია. მხოლოდ ხალათისა და ნიღბის თანხა მოემატა“,- გვითხრეს ბალასანიანის კლინიკაში.

ფასების შენარჩუნებას ცდილობს სტომატოლოგი რობერტ პაპოიანი. ამბობს, რომ ძველი მარაგი კიდევ ერთ თვეს ეყოფა, რაც საშუალებას მისცემს მომსახურებაზე ძველი ღირებულება შეინარჩუნოს: „ჯერ-ჯერობით, ვცდილობთ, რომ არ მოვუმატოთ ფასებს. მაგრამ ასე თუ ერთი თვე გაგრძელდა, 10-15 პროცენტით მოვუმატებთ. წამლის ფასმაც იმატა. საქმე ეხება ასევე ეკიპირებას, ხალათები გაძვირებულია და ერთჯერადის ხმარება გვიწევს. ადრე ჩვენ ჩვეულებრივი ხალათები გვქონდა, ახლა ერთჯერადია. ასევე პირბადის, რესპირატორისა და ხელთათმანის ფასიც გაიზარდა. თუმცა რადგან ჯერ მარაგი გვაქვს, ვუძლებთ, იმედია რომ დაიკლებს ფასები“.

გაზრის თუ არა მომსახურების ღირებულებას ჯერ გადაწყვატილი არ აქვს სტიმატოლოგ ლელა მერაბიშვილს: „გაძვირებას რაც შეეხება, ეგ ზომები არ მიმიღია ჯერ. უნდა გავიგო როგორ დასტაბილურდება ბაზარზე ფასები და მაგის მიხედვით ვიმოქმედებ“.

მერაბიშვილის მსგავსად, ბაზარზე ფასების დარეგულირებას ელოდებიან კლინიკა „დენტალ ჰაუსშიც“: „ამ ეტაპზე, არ მოგვიმატებია ფასები, მარაგი გვაქვს და შევეცდები, რომ არ გავზარდო. შემდეგ შევხედავ, რა ფასებში მოგვაწვდიან საჭირო მასალებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ“,- ამბობს სტომატოლოგი გიორგი მანველიშვილი.

ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული რეგულაციების თანახმად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ:

- ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის;

- N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი; სამედიცინო ნიღაბი; თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე; არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები; ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი; ბახილები; ჩაჩი (სამედიცინო ქუდი);

- ერთჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად.

- ხელსაბანი უნდა იყოს ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში; ასევე უნდა იყოს საპირფარეშო;

- ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა;

- დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა არსებობდეს 4-მეტრიანი დისტანცია;

- უნდა იყოს საკმარისი სივრცე მიმღებსა და მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვლის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

- პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენი) მომუშავე პერსონალის დაცვა აუცილებელია.

- რეგისტრატურასთან უნდა იყოს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, პერსონალს უნდა ეკეთოს სახის ფარი; სამედიცინო ნიღაბი, ეცვას ერთჯერადი ხალათი და ხელთათმანი.

- დაწესებულებაში უნდა იყოს დეზინფექცია-სტერილიზაციის პროტოკოლი; სათავსი სასტერილიზაციოსთვის; ავტოკლავი.

- გასასტერილებელი მასალა უნდა შეიფუთოს ერთჯერად პაკეტებში; უნდა არსებობდეს სტერილიზაციის კონტროლის ჟურნალი; ზედაპირების დეზინფექციის პროტოკოლი; ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი მოხმარების ინსტრუქცია.

- ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კლინიკაში უნდა იყოს ხელშეკრულება ინფექციური ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით; ინფექციური ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში; ბასრი ნარჩენების კონტეინერი (ძირითადად მუყაოს ტარა); ასევე არასაშიში ნარჩენების კონტეინერი.

- კონტეინერები უნდა იყოს შესაბამისად ეტიკეტირებული; ნარჩენი უნდა გავიდეს კლინიკიდან ყოველდღიურად. ასევე, ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის კლინიკაში უნდა არსებობდეს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
COVID-19: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები
სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს – რას ამბობენ ახალციხის კლინიკებში
სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო
რა შემთხვევაში მუშაობენ ახალციხის სტომატოლოგიური კლინიკები
ახალციხის სალონებში მომსახურების საფასური გაიზარდა
სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის რეგულაციები  მკაცრდება