FM97.5 / LIVE

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge უკვე ამოქმედდა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 31.05.2019
უძრავი ქონების განახლებული პლატფორმის, Livo.ge-ს ბეტა ვერსია, რომელიც თიბისი ჯგუფის ინიციატივით Allproperty.ge-ს ბაზაზე შეიქმნა, დღეიდან ამოქმედდა. Livo.ge მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ფინანსურ რესურს და მათ უძრავი ქონების სფეროში არსებულ ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს.

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge უკვე ამოქმედდა ®

განახლებული პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ბინის ყიდვა-გაყიდვის მსურველ ფიზიკურ პირებს, ისე დეველოპერებს. პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელი სანდო, გაადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად შეძლებს, დამატებით პროცედურების გარეშე.

Livo.ge-ზე უკვე შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება.

უახლოეს მომავალში Livo.ge მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს ბინის შერჩევიდან - საცხოვრებლად გადასვლამდე. ციფრული პლატფორმა ღია იქნება ყველასთვის, განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია უძრავი ქონებით დაინტერესებული ფიზიკური/ იურიდიული პირი ან დეველოპერი.

Livo.ge მომხმარებელს უკვე სთავაზობს რამდენიმე ინოვაციურ სერვისს, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს.

Livo.ge-ს დაემატა კიდევ ერთი სიახლე - 3D ფოტოტურები. უახლესი, მაღალტექნოლოგიური „მატერპორტის“ კამერის მიერ გადაღებული 3D ფოტოების საშუალებით მომხმარებელს უძრავი ქონების მაქსიმალურად ზუსტად აღქმის შესაძლებლობა უკვე ვირტუალურად ექნება, ადგილზე მისვლის გარეშე.

თიბისი ჯგუფმა უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილი 2018 წელს შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, Livo.ge დამოუკიდებელ კომპანიად რჩება, მხარეებს შორის თანამშრომლობა კი ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა დამათზე მორგებული შეთავაზებების განხორციელებაში დაეხმარება.

უძრავი ქონების ციფრული პლატფორმის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Livo.ge-ზე  უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი ®
თიბისი დაზღვევის და 'ლივოს' ერთობლივი აქცია ®
რა არის ‘სერვისჰაბი’ და რას სთავაზობს მომხმარებელს [R]
თიბისის  პირველი ციფრული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია ®
საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო
პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან  #შენთვის ®

თიბისის პირველი ციფრული ბარათი უკვე 600-მდე მომხმარებელმა გაიაქტიურა ®