FM97.5 / LIVE

სად და ვისთვის იკრძალება მარიხუანას მოხმარება

მთავარისიახლე, სამართალი 06.09.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა.

სად და ვისთვის იკრძალება მარიხუანას მოხმარება

სამინისტროს განცხადებით, კანონპროექტის მიზანი მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან აცილებაცაა. სიახლეებს მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენენ.

კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, დაისჯება მისი მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.

ასევე, დაისჯება მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს განმარტებით, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საჭიროებს მასში ასახული მიდგომების საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის იმ ლეგიტიმურ ინტერესებს, რომელთა დასაცავად მარიხუანას გარკვეულ გარემოებებში მოხმარების შეზღუდვა თავად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია დასაშვებად. ამასთან, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა აფერხებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ხელს უწყობს მისი მოხმარების წახალისებას“, - ამბობენ სამინისტროში.

საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

21 წლამდე პირებისთვის მარიხუანას მოხმარება აიკრძალება
მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა
სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება
მარიხუანის მოხმარებისთვის მძღოლის ადგილზე ნარკოტესტირება აპრილიდან დაიწყება
გამოკითხვა: უნდა იყოს თუ არა მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული? [Video]
უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზება?
ახალციხეში  ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელეს