FM97.5 / LIVE

‘ვისი რა საქმეა’

მთავარისიახლე, ბლოგები 02.09.2018
მატასის ბლოგი

‘ვისი რა საქმეა’

რამდენიმე დღის წინ გურამ კაშიას, ფეისბუქზე მხარდაჭერა გამოვუცხადე და მისი ფოტოც გავაზიარე. ის დღე ჩვეულებრივ დამთავრდა, მეორე დღეს დაიწყო - უცნობი ადამიანები პირადში მწერდნენ შეურაცხმყოფელ წერილებს. ვკითხულობდი და მიკვირდა რატომ?

ყველა მათგანის ექაუნთი იყო ყალბი, სასწაული სახელებით.

მერე კედელი დავხურე. ერთს როგორც ჩანს მოუსწრია, გადაუქოთებია და ის რომ ,,სოროსის მონა“ ვარ ჩემი ყოფილი და ახლანდელი სამსახურებიდან გამოურკვევია.

- ,,შე სოროსის მონა“, - ეს იყო ყველაზე კარგი იმ სიტყვებიდან რითაც მამკობდენენ.

მივხვდი რატომ გააუქმა ფეისბუქი კაშიამ. არ არის ადვილი ასეთებთან გამკლავება, არც აზრი აქვს მე თუ მკითხავთ.

ცხოვრობს კაცი, თამაშობს ფეხბურთს, მე არ მინახავს, მაგრამ ამბობენ კარგადაცო, უყვარს ადამიანები და უცებ ამ სიყვარულის ხმამაღლა გამოცხადებისთვის იღებს სიძულვილსა და ზიზღს.

ჰოდა, ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას!

ბავშვობა - სოფელში, ჩვენი სახლის ზემოთ ცხოვრობდა ელე ბებია. ბევრი კატები ჰყავდა, ,,პლასტინკებიანი“ რადიო ჰქონდა და ეზოში დიდი თუთის ხე ედგა. ჰოდა, მიუხედავად იმისა რომ ეზოს უკანა მხარეს მეზობელსაც ჰქონდა თუთა, ბებო, მაინც ელე ბებიასთან გვიშვებდა თუთისთვის. მივდიოდით ჩვენც და საათობით ვრჩებოდით, რადგან საინტერესო რაღაცეებს გვიყვებოდა, თან გვმკითხაობდა ლობიოზე, ხან ვმღეროდით ხმამაღლა და ბევრსაც ვხარხარებდით.

ზამთარში ბებო რძეს, მაწონს ან სხვა რამეს გვატანდა ელესთან. პატარა ოთახში ერთი საწოლი, ხის, ოთხფეხა მაღალ დასადგამზე რადიო, ტელევიზორი - წითელი ფოჩებიანი გადასაფარებლით, თუჯის დიდი ღუმელი, დიდი სარკე, მაგიდა - ზედ გრაფინითა და ჭიქით, კედლებზე ხვეულთმებიანი, ქერა ქალების ფოტოები და ხის ,,გარდიროფი“ იდგა. ასე მკაფიოდ არცეთი მეზობლის სახლი არ მახსოვს. ბავშვები ვისხედით რკინის საწოლზე და ვყვებოდით ათასნაირ ამბებს თუ ისტორიებს, მერე ბებოც ამოვიდოდა და სასწაული ჟრიამული გვქონდა.

- ,,რას დაარბენინებ ბავშვებს მაგ ქალთან! რას ისწავლიან მანდ კარგს!“ - მესმოდა ხშირად მეზობლებისგან.

ელეს ქმარი არ ჰყავდა და საღამოობით სულ ვხედავდით ორღობეში მიმავალ კაცს სხვა სოფლიდან, რომელიც ყოველ ღამე სტუმრობდა ელეს. ეს იყო მიზეზი იმისა რომ მეზობელ ქალებს, კაცებს ის ათვალწუნებული ჰყავდათ.

ბებო კი მაინც ელე ბებიასთან გვიშვებდა თუთის საჭმელად, ფირფიტების მოსასმენად, კატების მოსაფერებლად და ხან რაზე და ხან რაზე.
როცა გავიზარდე მივხვდი, ბებო ასე სიყვარულს გვასწავლიდა, ადამიანების სიყვარულს.

ბებო და ელე ბებია რომ ცოცხლები იყვნენ გურამ კაშიას ამბავს მოვუყვებოდი და ზუსტად ვიცი ბებო ნიშნად მხარდაჭერისა თავზე მომეფერებოდა, ელე ბებია თავისებურად გადაიკისკისებდა და იტყოდა ,,ვისი რა საქმეა“.

ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას!

[მატასი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხმა სოფლიდან: მარო ბებო – "ცოცხალი საუნჯე" [Audio]
თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]

მზეთამზიელი გულნაზი
'პოლრობსონი'
არის ერთი ქალი . . .
წასულები და დარჩენილები