FM97.5 / LIVE

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]

მთავარიფოტოამბავი 30.12.2013
თინა ბებო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემის ერთადერთი მცხოვრებია. არც დენი აქვს, არც წყალი და ზამთრობით მის სახლამდე არც გზა მიდის. წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა და შეგროვილი ფულით საფლავი წინასწარ მოიწყო.

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
74 წლის თინა ტაბატაძე

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
საფლავის ქვიდან სამი: ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ხანდაზმული თინა ბებო იმზირება... ხომ არ იცის რა ასაკში გარდაიცვლება და ამიტომ

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
საფლავი წინასწარ მოიმზადა, „საკადრის დასაფლავებაზე“ იზრუნა.

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
ნაყიდი აქვს სასახლეც.

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
სოფელთან მისასვლელი სამანქანო გზა ზამთრობით იკეტება და პატარა ცემში მისვლა მხოლოდ ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელით, ე.წ. კუკუშკითაა შესაძლებელი.

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
უწყლოდ და უშუქოდ მცხოვრები თინა ბებოს მომკითხავები მხოლოდ მატარებლის მემანქანეები არიან.

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
23 წელია თინა ბებოს სახლში ნათურა არ ანთებულა. ტელევიზორი არ აქვს,ამბებს რადიოდან იგებს. რადიო ძველია, ელემენტებზე მომუშავე... მისთვის ახალი რადიო ვერ ვიყიდეთ, მსგავსი, ელემენტებზე მომუშავე რადიოები ვერცერთ მაღაზიაში ვიშოვეთ.

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
37 წელიწადი სკოლაში მუშაობდა, პირველ კლასებს ასწავლიდა. სოფელი რომ დაიცალა და სკოლა დაიხურა, დაფა თინა ბებომ წამოიღო სახლში.

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
გასული 23 წლისგან განსხვავებით, "სამხრეთის კარიბჭეს" წყალობით, წელს თინა ბებოს განსხვავებული ახალი წელი ექნება.

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
აქციის ორგანიზებაში „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მაღაზიები: "იაფი", „ივერი“ და ინდმეწარმე სერგეი კირაკოსიანი დაეხმარნენ.

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]
თინა ბებო ცემში დავტოვეთ, მარტო, ყველასგან დავიწყებული. სოფელში, რომელიც არაფრით ჰგავს 21-ე საუკუნის სოფელს. თინა ბებოს ცხოვრება იმის მაჩვენებელია, როგორ ზრუნავს მთავრობა მათზე, ვისაც ეს ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. წინასაახალწლოდ ბორჯომის გამგეობამ თინა ბებოს 100 ლარის პროდუქტი მიუტანა და სახურავი გადმოუთოვალ ისიც მასპინძლის თხოვნის შემდეგ და ისიც ნახევრად.

ამავე თემაზე იხილეთ სტატია.

[ავტორები: ჟურნალისტი - თინათინ ზაზაძე,
ფოტორეპორტიორი - ოთარ აწყურელი,
რედაქტორი - ნინო ნარიმანიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი

ანონსი: თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი
ახალციხეში თინა ხიდაშელს ელოდებიან
ახალციხელები თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას აფასებენ [Video]
ხმა სოფლიდან: მარო ბებო – "ცოცხალი საუნჯე" [Audio]
მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' 'ცოცხალი საუნჯის' წოდება მიენიჭა