FM97.5 / LIVE

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 31.08.2018
3 სექტემბრიდან, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უ ზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდება. ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მედიკამენტებზე ფასები შემცირდება.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, საბაზრო ღირებულების 50% და მეტი დააკლდებათ. ფასდაკლება განხორციელება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის (არაინსულინდამოკიდებული), ფარისებლი ჯირკვლის და ფილტვის ქრონიკულ დაავადებებზე.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად, ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ ოჯახის, სოფლის ან ექიმ სპეციალისტს, რათა ფორმა N100 და რეცეპტი მიიღონ. რის შემდეგაც, ბენეფიციარებმა აღნიშნული დოკუმენტებითა და პირადობის მოწმობით პროგრამაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

მოქალაქეს ამ პროცედურების გავლის შემდეგ, შეუძლია მედიკამეტები ფასდაკლებით შეიძინოს სააფთიაქო ქსელ PSP-ს ნებისმიერ ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაფართოებულ პროგრამაში ყველა პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია.

მოქალაქეები, რომლებიც ამ პროექტით ისარგებლებენ, შესაძლებლობა ექნებათ ერთჯერადად შეიძინონ მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობის მედიკამენტები.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის მაისში დაიწყო. იგი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდა . მათთვის ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, კერძოდ 23 დასახელებაზე, მოიხსნა ფინანსური ბარიერი, სოციალურად დაუცველ პირებს კი მიეცათ შესაძლებლობა თვეში მაქსიმუმ 1 ლარად შეიძინონ განსაზღვრული მედიკამენტები.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უფასო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება
1 ივლისიდან  უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა
შშმ პირები და პენსიონერები წამლების შეძენას ერთ ლარად შეძლებენ
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე რეგისტრაცია იწყება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
რომელი წამლების შეძენაა შესაძლებელი ერთ ლარად