FM97.5 / LIVE

1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.04.2017
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება და პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.

1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, საყოველთაო პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები, შემდეგნაირად განისაზღვრა:

► სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:
• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ.
• მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

► ზაფხულიდან მედიკამენტები დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

► მიზნობრივი (მოწყვლადი) ჯგუფებისათვის (სულ 19 კატეგორია) ასევე დასაშვებია კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა. მათ სრულად უნარჩუნდებათ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება

► დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია და თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირები:
• ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით ისარგებლებენ
• კერძო დაზღვევის ქონის შემთხვევაში კი, პროგრამის ფარგლებში ურგენტულ სერვისებს მიიღებენ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მკუნრალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

► საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს:
• მიეცემათ არჩევანის საშუალება, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
• კერძო დაზღვევის პაკეტით სარგებლობის მიუხედავად, მათ შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

► მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ,მაგრამ დაუფინანსდებათ მშობიარობა/საკეისრო კვეთა.

► საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებით და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.

► პროგრამის ფარგლებში მშობიარობა/საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქეს დაუფინანსდება.

► ყველა მოქალაქეს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვანი სარგებლობა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთწლიანი შედეგი
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევის სტატისტიკას აქვეყნებს
რა შემთხვევაშია უფასო მშობიარობა და საკეისრო კვეთა კლინიკა 'იმედში' [R]
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა
საყოველთაო დაზღვევით ახალციხეში 148 პაციენტმა ისარგებლა
1 ივლისიდან  უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა