FM97.5 / LIVE

ბორჯომელ ნიკოლოზ გუმბერიძეს ‘112–ის გმირი ბავშვის’ წოდება მიენიჭა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2018
ბორჯომში მცხოვრები 11 წლის ნიკოლოზ გუმბერიძე 112–ს უცნობის ადამიანების დასახმარებლად დაუკავშირდა, რითაც მან ქალისა და ჩვილი ბავშის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

ბორჯომელ ნიკოლოზ გუმბერიძეს  ‘112–ის გმირი ბავშვის’ წოდება მიენიჭა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ გუმბერიძე 112-ს ბორჯომიდან დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა ქალისთვის, რომელსაც ლამპიონი დაეცა. ქალს თან ჩვილი ბავშვი ჰყავდა.

ამის შესახებ, 112–ის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე წერია: "ნიკოლოზი არ დაიბნა და მიუხედავად ასეთი მძიმე შემთხვევისა, ოპერატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან განმეორებითაც დარეკა და ოპერატიულად დახმარებისა და ქალბატონის გადარჩენისთვის დიდი მადლობა გადაუხადა“.

ნიკოლოზ გუმბერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112-ის გმირი ბავშვების“ წოდებით დააჯილდოვა.

მასთან ერთად ასეთივე წოდება მიიღო კიდევ ოთხმა მოზარდმა: ირაკლი მეტრეველმა, ლიზი დარსალიამ და ლიზი ლეჟავამ.

პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოჩინა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გადაუდებელი შემთხვევებისას 112–ის ოპერატორი მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაციას დაადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' 'ცოცხალი საუნჯის' წოდება მიენიჭა
შსს: სვირში ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [Video]
ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]
11 თებერვალს 112-ის დღე აღინიშნება
რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის  სტატუსი მიენიჭა