FM97.5 / LIVE

მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' 'ცოცხალი საუნჯის' წოდება მიენიჭა

მთავარისაზოგადოება 23.10.2014
სოფელ მუსხში მცხოვრებ, სახალხო რეწვის ოსტატს, მარიამ ჟუჟუნაძეს, რომელსაც მესხეთში ყველა მარო ბებოს სახელით იცნობს, ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში გამორჩეული ღვაწლისა და ახალგაზრდა თაობებისთვის ტრადიციული ცოდნის გადაცემისთვის, „ცოცხალი საუნჯის“ წოდება მიენიჭა.

მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' 'ცოცხალი საუნჯის' წოდება მიენიჭა

სიმბოლური საჩუქრები და სერთიფიკატი მარიამ ჟუჟუნაძეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გადასცა. მან მარიამ ჟუჟუნაძეს სააგენტოს სახელით მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და სამომავლო საქმიანობაში დახმარებას დაჰპირდა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მაკა თაქთაქიშვილმა აღნიშნა, მარიამ ჟუჟუნაძე საქართველოში პირველი ქალბატონია, რომელიც აღნიშნული წოდებით დაჯილდოვდა.

„მარო ბებო საქართველოში პირველი ქალბატონია, რომელიც ამ წოდებით დავაჯილდოვეთ. მას თავის სფეროში აქვს აღმატებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, საყოველთაოდ აღიარებული ეროვნულ დონეზე, როგორც ტრადიციის საუკეთესო შემნახველი და გადამცემი“, – აღნიშნა მაკა თაქთაქიშვილმა.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სახალხო არტისტი ნათელა იაძე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' 'ცოცხალი საუნჯის' წოდება მიენიჭა

მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' 'ცოცხალი საუნჯის' წოდება მიენიჭა

მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' 'ცოცხალი საუნჯის' წოდება მიენიჭა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' ტრადიციული რეწვის კონკურსში მეორე ადგილი მიენიჭა
ხმა სოფლიდან: მარო ბებო – "ცოცხალი საუნჯე" [Audio]
დღის ფოტო: 'მარო ბაბოს' მოსწავლეები [Photo]
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს