FM97.5 / LIVE

NDI: კანონი სიგარეტის აკრძალვის შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, სამართალი 01.08.2018
გამოკითხულთა 85% ამბობს, რომ კანონი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის აკრძალვის შესახებ, მათთვის მისაღებია, 13%–ისათვის კი მიუღებელი.

NDI: კანონი სიგარეტის აკრძალვის შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონს

საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც ბარებში, რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევას კრძალავს, ძალაში 2018 წლის 1–ელი მაისიდან შევიდა. გამოკითხულთა 94%–მა ამის შესახებ იცოდა. 5%–ს კი სიგარეტის აკრძალვის შესახებ არაფერი სმენია.

რაც შეეხება კითხვას, სრულდება თუ არა კანონი სათანადოდ, კვლევის მიხედვით, მოქალაქეების 51% მიიჩნევს, რომ კანონი სათანადოდ სრულდება, 28%–ს კი მიაჩნია, რომ არ სრულდება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: მოსახლეობის 23%–სთვის ლგბტ პირთა უფლებები მნიშვნელოვანია
NDI: 40%–ის აზრით ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხის სასჯელი აუცილებელია
41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 12% - ძალიან ცუდად – NDI

გამოკითხულთა 85% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა
NDI: გამოკითხულთა 62%–ის აზრით ქვეყნის განვითარების კურსი არასწორია
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმები სწორად დაითვალეს – NDI