FM97.5 / LIVE

NDI: გამოკითხულთა 62%–ის აზრით ქვეყნის განვითარების კურსი არასწორია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.08.2018
NDI–ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკური მდგომარეობის, გარემოს დაცვისა და პოლიტიკური კლიმატის შესახებ.

NDI: გამოკითხულთა 62%–ის აზრით ქვეყნის განვითარების კურსი არასწორია

მოქალაქეების 62%–ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 29% ამბობს, რომ ქვეყნის კურსი სწორია.
ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობა სიტყვის თავისუფლების, ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და ქალებისა და უმცირესობების უფლებების კუთხით გაუმჯობესებას ხედავს.

თუმცა, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში, მოქალაქეები გაუარესებაზე მიუთითებენ: კორუფცია, სასამართლო სისტემა, სამუშაო ადგილები, კრიმინალი, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და ფასების ზრდა.

წამყვან ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკური თემები რჩება: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა.

მოსახლეობის მხოლოდ 3% აფასებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას "კარგად". გარდა ამისა, რესპოდენტების 59% აღნიშნავს, რომ გასულ თვეში არც ერთი ანაზღაურებადი დღე უმუშავია.

მოქალაქეებს სურთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი უმთავრესად ჯანდაცვას, განათლებას, პენსიებსა და სოციალურ დახმარებას მოხმარდეს. ამისთვის ისინი მზად არიან, რომ დაფინანსება საგარეო ურთიერთოებებს, პოლიციას და მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარებას მოაკლდეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 12% - ძალიან ცუდად – NDI

NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 18% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
NDI: 40%–ის აზრით ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხის სასჯელი აუცილებელია
NDI: მოსახლეობის 23%–სთვის ლგბტ პირთა უფლებები მნიშვნელოვანია
NDI: კანონი სიგარეტის აკრძალვის შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონს
31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება –NDI