FM97.5 / LIVE

რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი 30%–ით იზრდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.07.2018
სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასის მატების შესახებ დღეს, 26 ივლისს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცვლილების მიხედვით, ხელფასი 30%–ით ეზრდება სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმს, ექთანს და მძღოლს.

რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი 30%–ით იზრდება

მამუკა ბახტაძემ მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების მნიშვნელობაზე და ამაში სასწრაფოს პერსონალის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, ჩვენს მოსახელობას მივაწოდოთ მაღალი ხარისხით და ოპერატიულად“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამ დროისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100 ლარს, ექთნის - 66 ლარს, ხოლო მძღოლის 58 ლარს შეადგენს.

2014 წლიდან დღემდე რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება ჯამურად 127%-ით არის მომატებული. 2014 წლამდე ექიმის სახელფასო სარგო თვეში 450 ლარს შეადგენდა, დღეს - 988 ლარით განისაზღვრება, ექთნის 300 ლარიდან 684 ლარამდეა გაზრდილი, ხოლო მძღოლის 260 ლარიდან - 605 ლარამდეა მომატებული.

რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი 30%–ით იზრდება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა
მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე ექიმები ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ავტომობილი გადაეცა
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მანქანა გადაეცა
ჯანდაცვის სამინისტრო ახალციხის სასწრაფოს ახალ მანქანას გადასცემს
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკი განახლდა