FM97.5 / LIVE

ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.07.2018
რატომ არის ახალციხის მუნიციპალიტეტში კიბოთი ავადობის მაჩვენებელი მაღალი; ვინ შედის რისკ ჯგუფში და რა სახის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ ონკოლოგები.

ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015–2017 წლების სტატისტიკის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტი ავადობის მაჩვენებლით საქართველოში მეორე ადგილზეა. აქ 344 რეგისტრირებული შემთხვევა ფიქსირდება.

ონკოლოგებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს კონკრეტულად ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალი მაჩვენებელის მიზეზი.

„ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს მხოლოდ სტატისტიკა, თუმცა ამისი ანალიზი არ არის გაკეთებული, ამიტომ კონკრეტულად რაიმეს თქმა გამომწვევ მიზეზებზე ძნელია. ეს შეიძლება გამოიწვიოს ყველაფერმა: გარემომ, კვებამ, მოსახლეობის საშუალო ასაკმა, თამბაქოს მოწევამ და ა.შ. ერთი კონკრეტული მიზეზი არ არის“, – ამბობს საქართველოს ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი რემა ღვამიჩავა.

ექიმი ონკო–ჰემატოლოგი ქეთი ცინცაძე, რომელიც თბილისში, სამედიცინო ცენტრში „MediClub Georgia” მუშაობს აცხადებს, რომ ბოლო დროს მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა არა მხოლოდ ახალციხიდან.

მისივე თქმით, არ არსებობს კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც შეიძლება კიბოს გამომწვევ უტყუარ მიზეზად მივიჩნიოთ: „რასაკირველია, მნიშნელოვანია მოწევა, ასევე, ზოგიერთი დაავადების დამტკიცებულ ეტიმოლოგიურ ფაქტორად ითვლება თუ დიდი ხნის განმავლობაში, შხამქიმიკატებთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. აღსანიშნავია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. მაგალითად, ძუძუს კიბოს განვითარების გაცილებით მაღალ რისკ ჯგუფშია ის ადამიანი, რომლის დედას, დეიდას, ან ბებიას ძუძუს კიბო ჰქონდა“.

გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელობას უსვამს ხაზს ონკოლოგი დავით ჯინჭველაძეც: „გენეტიკური ანალიზი საქართველოში სულ 2–3 ადგილზე კეთდება. რამდენი ადამიანის მშობელს აქვს ძუძუს კიბო და რამდენს აქვს გაკეთებული გენეტიკური ანალიზი? თითქმის არავის. არადა ჯანდაცვა მაგას აფინანსებს 70%–ით და დაახლოებით 550 ლარია გადასახდელი“.

მისივე თქმით, კიბოს ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ატმოსფეროს დაბინძურებაც: „თუმცა, 100%–იანი სიზუსტით ვერ ვიტყვით, რომ რახან ჰაერი დაბინძურებულია, მაგალითად, ამის გამო ძუძუს კიბო ჩნდება ხალხში, მაგრამ ეს ნამდვილად ახდენს გავლენას“.

ჯინჭველაძე თბილისში, “წმინდა იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკაში“ მუშაობს და ამბობს, რომ ახალციხიდან ბევრი პაციენტი ჰყავს. მისივე თქმით, ავადობის მაჩვენებელი, არა მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს სამცხე–ჯავახეთში საკმაოდ მაღალია. სამაგიეროდ დაბალია რაოდენობა მათი, ვინც პრევენციის მიზნით ახალციხეში სკრინინგ ცენტრს მიმართავს: „კახეთისგან განსხვავებით, სამცხე–ჯავახეთში და კონკრეტულად ახალციხეში სკრინინგ ცენტრებში თვითმიმართვიანობის კულტურა ძალიან დაბალია. მაგალითად, ნინოწმინდაში როცა დავდიოდი, ვუხსნიდი, რომ უახლოესი სკრინინგ ცენტრი ახალციხეში ჰქონდათ, მაგრამ ხალხმა საერთოდ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ“.

ონკოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ადრეულ დიაგნოსტიკაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ 40 წელს ზევით ყველა ქალმა აუცილებად უნდა გაიაროს სკრინინგი: „ძალიან კარგია, რომ სკრინინგ ცენტრები არსებობს. ეს ეხება არა მარტო ძუძუს, არამედ გინეკოლოგიასაც. რაც შეეხებათ მამაკაცებს, 50 წლის ასაკიდან ზევით მათ უნდა გამოიკვლიონ წინამდებარე ჯირკვალი, ნაწლავი და სხვა ორგანოები“.

კიბოს პოპულაციის რეგისტრის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ქალებში ყველაზე მეტად სწორედ ძუძუს კიბოა გავრცელებული.
ონკოლოგები ძუძუს კიბოზე საუბრისას ორი კატეგორიას გამოყოფენ: ავადობა ქალებში მენოპაუზამდე და მენოპაუზის შემდეგ.

„მენსტრუაცია შენარჩუნებულ ქალებში მიზეზი შეიძლება იყოს გინეკოლოგიური პათოლოგია; გარდა ამისა, როდესაც ქალი არ არის მრავალშვილიანი და ჰყავს ერთი შვილი, ეს არის ასევე პრობლემა, იმიტომ რომ რაც უფრო დიდხანს არის საკვერცხე გამოთიშული მუშაობიდან, ძუძუს კიბოს რისკი მით უფრო ნაკლებია“, – ამბობს ონკოლოგი დავით ჯინჭველაძე.

მისივე თქმით, რისკი იმისა, რომ ძუძუს კიბო მრავალშვილიან დედას დაემართოს, ძალიან ნაკლებია, ხოლო ვისაც შვილი არ ჰყავს, გაცილებით მაღალი: „რაც შეეხება მენოპაუზის პერიოდს, იმ ქალებში, რომლებსაც მენსტრუაცია აღარ აქვთ, ყველაზე ხშირია ტრავმული ძუძუს კიბო, მაგალითად, მიჯახებით, დაჟეჟვით, წაქცევით, მკერდის დარტყმით და ა.შ“.

რატომ გამოიკვეთა ახალციხის მუნიციპალიტეტში ავადობის მაღალი მაჩვენებელი, ამაზე საუბარი ახალციხეში მოქმედ საავადმყოფოებში დასაქმებულ ექიმებსაც უჭრით. ახალციხის საზოგადოებრივ ცენტრში კი ამბობენ, რომ სტატისტიკას, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიზი და შესწავლა სჭირდება.

„კარგი იქნება თუკი ვინმე გააკეთებს გამომწვევი მიზეზების ანალიზს და გვეცოდინება თუ რისის გაკეთებაა წინასწარ შესაძებელი“, – ამბობს ახალცხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათ კითხვებზე პასუხების მისაღებად წერილობით მიმართვა გვთხოვეს. რედაქცია უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კიბოს რეგისტრის 2015–2017 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც ოზურგეთის შემდეგ, ახალციხეში გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კიბოს ავადობის მაჩვენებელი ახალციხეში – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება
ახალციხე კიბოთი ავადობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა
ექიმი გვირჩევს: როგორ ვუმკურნალოთ ძუძუს კიბოს [ვიდეო]

ადრეული დიაგნოზის შანსი [R]
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო [R]
ახალციხეში  შესაძლებელი გახდება კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება
ექიმი გვირჩევს: კიბოს სკრინინგი [Video]