FM97.5 / LIVE

ახალციხე კიბოთი ავადობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.07.2018
კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015–2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.

ახალციხე კიბოთი ავადობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კიბოს რეგისტრის სამი წლის მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2015–2017 წლებში ქვეყნის მასშტაბით, კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 8 700- 11 000-ის ფარგლებში მერყეობს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კიბოს ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 241-ს შეადგენს. ხოლო 18 მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. ამ 18 მუნიციპალიტეტს შორის კი ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ოზურგეთსა (370) და ახალციხეში (344) ფიქსირდება.



ორგანიზმში ავადობის გამოვლენის ადგილი (ლოკალიზაცია) სხვადასხვაა. ახალციხეში, ქალებში კიბოს ხუთი ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა: სარძევე ჯირკვალი (54.9), ქალის სასქესო ორგანოები (36.1), ფარისებრი ჯირკვალი (29.5) , საშვილოსნოს ყელი (26.2), ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები (16.4).

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მამაკაცებში კიბოს ხუთი ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა: ფილტვი(47.2), საშარდე სისტემა (43.2), სასუნთქი სისტემას და გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოები (29.7), კანის სხვა კიბო (27.0), თვალი, თავის ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა (22.2).



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ „კიბოს რეგისტრის მონაცემთა დაგროვების (სულ მცირე 5 წელი) შემდეგ, შესაძლებელი გახდება გადარჩენის მაჩვენებლების დათვლა, ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის მონაცემებთან შედარების საფუძველზე, შედარებით ჩაღრმავებული ანალიზის ჩატარება“.

კიბოს პოპულაციური რეგისტრი, 2015 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მიზნით ამოქმედდა. რეგისტრის მონაცემებით, ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 57% ქალებში აღირიცხება, 44% კი კაცებში.

ასაკის მიხედვით, ავადობის შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ჯგუფში - 30–დან 70–წლამდე.

0-დან 15 წლამდე და 15-დან 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე შემთხვევათა 1% მოდის.

ქვეყნის მასშტაბით, ქალებში რეგისტრირებულ კიბოს ახალ შემთხვევებში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია. 2015 წლიდან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, როგორც შემთხვევათა რაოდენობამ, ასევე ინციდენტობის მაჩვენებელმა მოიმატა.

ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბო რეგისტრირებულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 2017 წელს, 25 წლამდე გოგონებში, 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამავე ასაკის გოგონებში ყველა ლოკალიზაცის კიბოს ახალი შემთხვევების 50%-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ფარისებრი ჯირკვლის კიბო საქართველოში, დარგის ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტთა განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს.

მათივე თქმით, კიბოს ავადობის ქვეყნებად მიიმჩნევა ის ქვეყნები, სადაც 100 000 ქალზე ავადობის მაჩვენებლი 10–ს შეადგენს. საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით კი აღნიშნული მაჩვენებელი 100 000 ქალზე 39–ია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კიბოს ავადობის მაჩვენებელი ახალციხეში – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება
ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო [R]
ექიმი გვირჩევს: კიბოს სკრინინგი [Video]
ექიმი გვირჩევს: როგორ ვუმკურნალოთ ძუძუს კიბოს [ვიდეო]

კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში [R]
ახალციხეში  შესაძლებელი გახდება კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება