FM97.5 / LIVE

ვინ იქნებიან ბახტაძის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრები უკვე შეარჩია. ცვლილება სამ უწყებას შეეხო.

ვინ იქნებიან ბახტაძის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში

ბახტაძის განცხადებით სამი ახალი მინისტრი იქნება:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი.

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი, ჯეოსელის ყოფილი ფინანსური და ეკონომიკური დირექტორი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია, გლობალური საკონსულტაციო კომპანია “მაკკინზის” უფროსი პარტნიორი;


მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, მამუკა ბახტაძის თქმით, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი იქნება. აღნიშნული სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადადის იუსტიციის სამინისტროში.

მამუკა ბახტაძის თქმით, დანარჩენი მინისტრები, მათ შორის თეა წულუკიანი, ინარჩუნებენ მინისტრის პოსტს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს გაწეული სამსახურისთვის.

ახალ მთავრობაში სულ 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა
პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს
სამცხე–ჯავახეთს მინისტრთა კაბინეტი სტუმრობს
პრემიერ მინისტრი: დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე ორი პირი დააკავეს
პრემიერმა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა
ფინანსთა მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა