FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ექვს კოოპერატივს სათიბ–საძოვრები და ტექნიკა გადასცეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.05.2019
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სათიბ-საძოვრები 25–წლიანი იჯარით გადაეცათ. სასოფლო სამეურნეო ტექნიკა კი 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს.

სამცხე-ჯავახეთში ექვს კოოპერატივს სათიბ–საძოვრები და ტექნიკა გადასცეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს სამ მაისს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.

სახელმწიფო შეღავათებით იმ კოოპერატივების ფერმერებმა ისარგებლეს, ვინც გარკვეული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. თითო–თითო შეირჩა ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ნინოწმინდაში, ორი კი ახალქალაქში.

„იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც კოპერატივია დაფუძნებული, უნდა ყოფილიყო თავისუფალი საძოვრები. მაგალითად ახალციხეში ურავლის ზონა გამოვლინდა. ჯამში რეგიონის მასშტაბით ექვს კოოპერატივს გადაეცა ტექნიკა და სათიბ– საძოვრები“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90% -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი, რომელსაც აქვს გუთანი, როტაციული და სეგმენტური სათიბელა, ფოცხი, მოთიბული მასის დამწნეხი და მისაბმელი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.

კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 200-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 1700-ს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 3500 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცათ.

სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მეფუტკრეობის კოოპერატივებს სკები გადაეცათ
კოოპერატივს „მთის გემო“ ახალი აღჭურვილობა გადასცეს
რა შემთხვევაში გადმოგცემთ სახელმწიფო ტექნიკას და სათიბ–საძოვრებს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს [R]
მეფუტკრეებისათვის თაფლის გადამამუშავებელი სახელმწიფო საწარმო აშენდება
სამცხე–ჯავახეთში 324 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება