FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია 40 პროექტიდან იმას განახორციელებს, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.06.2018
ახალციხის მერიაში მოქალაქეების მიერ ელექტრონული აპლიკაციებით, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით 77 იდეა შევიდა და მათ შორის 40 შეირჩა. 40–დან კი ერთს, მოქალაქეები ისევ ელექტრონულად ხმის მიცემით შეარჩევენ.

ახალციხის მერია 40 პროექტიდან იმას განახორციელებს, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას

იმ პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც ადგილობრივები აირჩევენ, 2019 წლის ბიუჯეტში თანხას გაწერენ. მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს 40 წინადადებიდან ერთ–ერთისთვის ხმის მიცემა 17 სექტემბრამდე შეუძლიათ.

პროექტი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოქალაქეების ჩართულობას გულისხმობს, მიმდინარე წლის იანვრიდან ხორციელდება. პირველ ეტაპზე მოქალაქეებს შეეძლოთ ელექტორნული აპლიკაციები შეევსოთ და ის პრობლემები დაეწერათ, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ.

„შემოსული წინადადებები გაიფილტრა, მხოლოდ ისეთები აირჩა, რომლის განხორციელებაც შეუძლია მერიას და რომელბის ღირებულებაც არ აღემატება 50 000 ლარს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა მთავარი სპეციალისტი ლევან მიქაბერიძე.

მისივე თქმით, პროექტის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას რწმუნებულების დახმარებითა და საინფორმაციო ბუკლეტების საშუალებით გააცნეს.
40 საპროექტო წინადადებას შორის უმრავლესობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ეხება, როგორიცაა, მაგალითად, სოფლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, სარწყავი არხებისა და გარეს განათების, ასევე რეკრეაციული ზონების მოწყობა.

აღნიშნული პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ორგანიზაციების USAID-ის, GGI–ის და IDFI–ის მხარდაჭერით ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში ხორცილდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართვას სთავაზობს
'დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი', პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება [R]
სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
კინოთეატრი, სკვერი და ველობილიკები -  რა სურთ ახალციხელებს
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – ინოვაციური პროექტი ახალციხელებისთვის ®
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ - გამარჯვებული პროექტები ცნობილია
'დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – პროექტი ახალციხელებისთვის [ვიდეო] ®