FM97.5 / LIVE

‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ - გამარჯვებული პროექტები ცნობილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.11.2019
პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ გამარჯვებულები ხმის მიცემის პროცედურით შეირჩა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ - გამარჯვებული პროექტები ცნობილია

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები ასე გამოიყურება:

- სოფ. კლდის ე.წ. „ზეუნის დასახლებაში“ განათების ბოძების მოწყობა - 503 ხმა (24.6%), ავტორი - ილია ზუმბაძე;

- აგარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ პარკინგის მოწყობა და ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა - 374 ხმა (18.3%), ავტორი - ირაკლი მოდებაძე;

- კორაშნის არხის მშენებლობა ქ. ვალეში - 366 (17.9%), ავტორი - თენგიზი ხითარიშვილი;

- სანიაღვრე არხის მშენებლობა ქ. ვალეში, ბარათაშვილის ქუჩაზე - 353 ხმა (17.3%), ავტორი - ნუგზარ გიორგაძე;

- ახალგაზრდები ტურიზმის განვითარებისთვის - 129 ხმა (6.3%), ავტორი - სალომე ზაზაძე;

საერთო ჯამში, მოსახლეობის ინიციატივებს ხმა 2 406 ადამიანმა მისცა. მათგან 362 ხმა დაიბლოკა, ხოლო დარჩენილი 2 044 მიცემული ხმით, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პროექტ „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, ხმის მიცემის პროცესი აგვისტოში დაიწყო. კონკურსში წარდგენილი 122 ინიციატივიდან, გადარჩევის შედეგად, 83 შეირჩა.

პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ესტონური მოდელის ანალოგია. იგი ახალციხეში 2018 წლიდან დაინერგა. პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის, GGI–ისა და IDFI–ის მხარდაჭერით დაიწყო.

2019 წელს, ახალციხის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და 50 000 ლარის ნაცვლად, 250 000 ლარი გახდა, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეების ხუთი ინიციატივა დაფინანსდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
გამარჯვებული პროექტები ‘დაგეგმე შენი ბიუჯეტის’ ფარგლებში [ვიდეო] ®
'დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – პროექტი ახალციხელებისთვის [ვიდეო] ®
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – ინოვაციური პროექტი ახალციხელებისთვის ®
კვირის აქცენტი: ‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ პროექტის ახალი ეტაპი [ვიდეო]
კვირის აქცენტი: ‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ პროექტის ახალი ეტაპი [ვიდეო]
'ერთის ნაცვლად, ხუთი დაფინანსდება' - სამოქალაქო ინიციატივების ბიუჯეტი გაიზარდა