FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2018
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 14 ივნისს, გაიმართება.

უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის წევრების არჩევნები უკვე ჩატარდა. სტუდენტებმა საკუთარი ფაკულტეტებიდან 21 წევრი აირჩიეს. მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიდან – ექვსი, იურიდიული ფაკულტეტიდან – ხუთი, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – ორი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – რვა.

„არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე ჩაიარა. მონაწილეობა 200–მდე სტუდენტმა მიიღო“, – ამბობს რეგისტრატორი, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო ჩაგუნავა.

უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს თვითმმართველობის 21 წევრი აირჩევს. სწორედ მათ შორის დასახელდებიან 14 ივნისს პრეზიდენტობის კანდიდატები. მათ შორის პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით ერთი წლის ვადით აირჩევა.

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი ზურა თურქაძე, რომელიც გასულ წელს თვითმმართველობის წევრი იყო, ფიქრობს რომ თვითმმართველობამ სკოლის მოსწავლეებთან აქტიურად უნდა იმუშაოს. ამის შესახებ მან გადაცემა „ავანგარდში“ ისაუბრა: „სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ უნივერსიტეტზე, ახალციხე საუნივერსიტეტო ქალაქია და მათ აქ ჩაბარება უნდა სურდეთ".

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის ინიციატივებს დააფინანსებენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები ამა თუ იმ განსახორციელებელი გეგმის შესახებ შესაბამის პროექტს წარადგენენ.

„არ მახსენდება თვითმმართველობას გასართობ–შემეცნებითი ღონისძიებების გარდა, თანხა სამეცნიერო კვლევებისთვის მოეთხოვათ. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია პროექტის განხორციელება და აუცილებელი არ არის თვითმმართველობის წევრები იყვნენ. საკმარისია მათ დაასაბუთონ თუ რატომ სურთ ამა თუ იმ პროექტის განხორციელება და ადმინისტრაცია მათ გვერდში დაუდგება“ – ამბობს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი როინ თათეშვილი.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ
უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩიეს
უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს
უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან
თვითმმართველობის პრეზიდენტობისთვის ორი სტუდენტი იბრძოლებს
ავანგარდი: სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები [Audio]
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მირზა ბურძენიძე გახდა