FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩიეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.03.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის 27-კაციანმა ჯგუფმა თვითმართველობის პრეზიდენტად, 22 ხმით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ზედგინიძე აირჩია.

უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩიეს

თვითმმართველობის პრეზიდენტს თვითმმართველობის გუნდის 27 წევრიდან ირჩევენ. კანდიდატების დასახელება თვითმმართველობაში შემავალ ფაკულტეტების წარმომადგენლებს შეუძლიათ. მას შემდეგ რაც ფაკულტეტების გუნდები, რომელშიც 5 ან 6 წევრია, პრეზიდენტობის კანდიდატებს დაასახელებენ, პრეზიდენტის ასარჩევად ფარული კენჭისყრა ტარდება.

ამჯერად, კანდიდატი მხოლოდ ორმა გუნდმა დაასახელა. პრეზიდენტობისთვის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ზაზა ზედგინიძე და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ასევე მესამე კურსის სტუდენტი ანი ოქრომელიძე იბრძოდნენ. 27 კანდიდატიდან 22-მა ზედგინიძეს დაუჭირა მხარი.
ზედგინიძე პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს.

ზედგინიძე ამბობს, რომ არაერთი ღონისძიების განხორციელებას აპირებს: ”დაგეგმილი გაქვს სპორტული, საგანმანათლებლო, კულტურული ღონისძიებები. ასევე, ლაშქრობები და ექსკურსიები აქტიური სტუდენტებისთვის”.

თვითმმართველობის ყოფილ პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. იგი თვითმმართველობიდან იქამდე წავიდა, ვიდრე გუნდის არჩევნები ჩატარდებოდა. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის გუნდის არჩევნები 26 თებერვალს გაიმართა. 1256 სტუდენტიდან მაშინ არჩევნებში 650-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ
თვითმმართველობის პრეზიდენტობისთვის ორი სტუდენტი იბრძოლებს
დღეს უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ
უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან
'ბიზნესის ადმინისტრირების დღეები'
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მირზა ბურძენიძე გახდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს