FM97.5 / LIVE

სოფლებში კომპიუტერული ცენტრების გასახსნელად ემზადებიან

მთავარისაზოგადოება 25.05.2012
სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერული ცენტრებისთვის თანამშრომლების შერჩევა დაიწყო

სოფლებში კომპიუტერული ცენტრების გასახსნელად ემზადებიან

სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებმა 24 მაისს სოფლის რწმუნებულებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა იმ სოფლებში შედგა, სადაც კომპიუტერული ცენტრის გახსნა იგეგმება, ასეთი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორი სოფელია: სხვილისი და აწყური.

აღნიშნული სოფლის მოსახლეობას ცენტრის წარმომადგენლებმა უკვე დაურიგეს ანკეტები, რის საფუძველზეც ”კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების” თანამშრომლებს შეარჩევენ. ანკეტების შედეგად შერჩეულ მონაწილეებს კომპიუტერის ცოდნის უნარ-ჩვევებშიც შეამოწმებენ.

სოფელ აწყურიდან კონკურსში მონაწილეობის ასამდე მსურველია.
ღუღუნი ჩინჩხაშვილი მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობას თავად არ აპირებს, მაგრამ შვილიშვილები საკუთარ ძალებს აუცილებლად მოსინჯავენ. თავად კი კურსებზე სიამოვნებით ივლის: ”ძნელია ოცდამეერთე საუკუნეში კომპიუტერის ცოდნის გარეშე რამეს მიაღწიო”.

თითოეულ სოფელში კომპიუტერულ ცენტრს ორი თანამშრომელი ეყოლება. ცენტრს უფასოდ გადაეცემა სამი კომპიუტერი და ექნება უფასო ტექნიკური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში. თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და კონსულტაცია ბიზნესის წარმოების, შესათავაზებელი სერვისებისა და სხვა საკითხების შესახებ.
კომპიუტერული ცენტრისთვის შერჩეული კანდიდატი ვალდებული იქნება, შერჩევის ეტაპის დასრულებამდე შეაგროვოს სოფლის მცხოვრებთა საკონტაქტო მონაცემები და გადასცეს მათ ინფორმაცია პროექტის შესახებ.

კომპიუტერული ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა მომსახურებებსაც გაუწევს. ცენტრი ითანამშრომლებს კერძო სექტორთან - ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ამანათის გადამზიდავ კომპანიებთან, ინტერნეტ და კავშირგაბმულობის სფეროს წარმომადგენლებთან.

კომპიუტერული ცენტრის შემოსავლის ძირითადი წყარო მომსახურებების გაწევის სანაცვლოდ მიღებული თანხა იქნება.

”მოსახლეობას ცენტრის მომსახურებისთვის მიზერული თანხის გადახდა მოუწევს”, - ამბობს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ზაზა ზაზაძე. რაც შეეხება ცენტრის თანამშრომლების გადამზადებას,ზაზაძის თქმით შერჩეული კანდიდატები სავარაუდოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გადამზადდებიან.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ წარმომადგენლები ახალციხის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ. კომპიუტერული ცენტრი ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: უდესა და არალში გაიხსნება.

კონკურსი 15 მაისიდან დაიწყო და მსურველებს განაცხადის შევსება 15 ივნისამდე შეუძლიათ. ინტერნეტის გარდა, რეგისტრაციის გავლა სამოქალაქო რეესტრის რეგიონულ სამსახურებშიცაა შესაძლებელი, ამისათვის კანდიდატმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს.

[თიკო ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ გურკელში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა
”კომპიუტერული თამაშები და მოზარდები”
ახალციხის სოფლების ბიბლიოთეკებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს
ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრმა  ახალციხის გამგეობას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
სოფელ ზანავში კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
აწყურის ბიბლიოთეკას კომპიუტერი გადაეცა