FM97.5 / LIVE

‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2018
მიუვალ ადგილებზე მისასვლელად ჯერ მაღალი გამავლობის მანქანები იყიდეს, მერე ქუთაისში „ოფროუდზე“ შეჯიბრის საყურებლად წავიდნენ და მონაწილეობა თავადაც მიიღეს. ამის შემდეგ კლუბის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ახლა კი ახალციხეში „ოფროუდის“ ერთ–ერთ მასშტაბურ ჩემპიონატს უმასპინძლებენ.

‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

ახალციხეში „ოფროუდის“ კლუბი ექსტრემალური სპორტის მოყვარულმა ოთხმა მეგობარმა ჩამოაყალიბა. მათ მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეიძინეს და რეგიონში ყველა მიუვალ ადგილზე მათი გამოცდა დაიწყეს. ამბობენ, რომ თავიდან ეს ყველაფერი მხოლოდ გართობა და განტვირთვა იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც არა ერთ შეჯიბრში იასპარეზეს, კლუბის ოფიციალურად დარეგისტრირება გადაწყვიტეს.

„დავდიოდით ტალახში, თოვლში გორებზე და ვერთობოდით, მერე გადავწყვიტეთ ჩვენი ჰობი სპორტად გვექცია. შესაბამისად მოვამზადეთ მანქანები, დავარეგისტრირეთ კლუბი სახელწოდებით „Off Road Club Samtskhe-Javakheti" და ახლა გვინდა, რომ რეგიონში განვავითაროთ ეს მიმართულება “– ამბობს კლუბის პრეზიდენტი რომა მამუკაშვილი.



კლუბი ახლა 20–დან 50 წლამდე ოც წევრს აერთიანებს. მათ შორის არიან იურისტები, ინჟინრები, მესაზღვრეები, ეკონომისტები. კლუბის ჩამოყალიბების ერთ–ერთი ინიციატორი სულიკო ინასარიძე კი ბიზნესითაა დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ „Off Road Club“-ში გაერთიანებულ ყველა წევრს საკუთარი საქმე აქვს, ექსტრემალური სპორტისთვის მაინც ყოველთვის იცლიან.
„ოფროუდის“ კლუბის ერთ–ერთმა წევრებმა სულიკო ინასარიძემ პირველად შეჯიბრში მონაწილეობა ქუთაისში მიიღო.

„მაშინ საყურებლად წავედით, საასპარეზოდ გასვლას არ ვაპირებდით, მაგრამ მერე ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი, რომ ჩავრთულიყავით. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა გაუმართავი გვყავდა, მაინც კმაყოფილი ვიყავით ჩვენი გამოსვლით“, – გვიყვება სულიკო ინასარიძე.



ორი წლის განმავლობაში კლუბის წევრებმა ხუთ ტურნირში იასპარეზეს, თუმცა ყველა შეჯიბრს თავი წარმატებით ვერ გაართვეს.

„გვქონია შემთხვევები ვარჯიშის დროს ერთმანეთსაც შევჯახებივართ, მაგრამ ეს ცუდი შედეგით არ დასრულებულა. რაღაცის დაზიანების საფრთხე ყოველთვის არსებობს და ამისთვის, ბუნებრივია, მზად ვართ“, – ამბობს კლუბის წევრი ლევან ტაბატაძე.



„Off Road Club Samtskhe-Javakheti–ს“ ახლა ათი ავტომანქანა ჰყავს. ყველა მათგანი, ექსტრემალური სპორტისთვისაა გათვალისწინებული. აქვს მაღალი გამავლობის საბურავები, დიდი კუბადორის ძრავი, შესაბამისი დაკიდების სისტემა და ე.წ. ჯალამბარი.

როგორც კლუბის წევრები გვიხსნიან, თითოეულ ეკიპაჟში ორი წევრი ე.წ შტურმანი და მძღოლი შედის. ასპარეზობისას „შტურმანის“ მოვალეობა, მძღოლისთვის მითითებების მიცემაა. სწორედ მან უნდა განსაზღვროს თუ რომელ ტერიტორიაზე შეუძლია მანქანას შესვლა, ასევე, ის უნდა იყოს კონცენტრირებული ისეთ დეტალებზე, რასაც მძღოლი რბოლის დროს ყურადღებას ვერ მიაქცევს.

‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]კლუბის წევრები ამბობენ, რომ გარდა საყვარელი სპორტისა, ქველმოქმედებითაც არიან დაკავებულები: „თუ ვინმეს დასჭირდება, მაგალითად, მანქანის ამოყვანა ტალახიდან თუ სხვა ნებისმიერი მიუდგომელი ადგილიდან ჩვენ მათ ჩვენივე მანქანებით სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებით. ასევე, პერიოდულად გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით“.

ახლა, „ოფროუდის“ კლუბი 17 ივნისს დაგეგმილი ასპარეზობისთვის ემზადება. ამჯერად ისინი მასპინძლები არიან. ახალციხეში, სოფელ სვირში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ „ოფროუდის“ კლუბის წევრებთან ერთად ისინი მეზობელი ქვეყნების, სომხეთის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებსაც შეეჯიბრებიან. ეს სამცხე–ჯავახეთში „ოფროუდის“ ერთ–ერთი პირველი მასშტაბური შეჯიბრი იქნება.

კლუბის წევრების შეჯიბრებებში ყოველთვის საკუთარი სახსრებით მონაწილეობენ, თუმცა, 17 ივნისს მათ პარტნიორობას ახალციხის მერია გაუწევს.

‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]
‘Castle riders’ – ბაიკერები ახალციხიდან [Video]
ქართული ღვინის წარდგენა პეკინის „როტარი კლუბის“ შეხვედრაზე [R]
17 ივნისს  ახალციხეში „ოფროუდში“  შეჯიბრი გაიმართება
Off Road ახალქალაქში  [Photo/Video]
თაობა მაXიმუმი: მკითხველთა კლუბი [Video]
205 000 ლარი რეგიონული რაგბის  კლუბისთვის