FM97.5 / LIVE

თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა ახალციხეში კონცერტი გამართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2018
დღეს, 14 მაისს „ახალციხის ციხეზე“ თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა კონცერტი გამართა. ასევე, ახალციხეში, სამინისტროს წარმომადგენლებმა შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო მიღების შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს.

თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა ახალციხეში კონცერტი გამართა

26 მაისის კვირეული ფარგლებში, სამხედრო ორკესტრის ხუთმა წევრმა „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე კონცერტი გამართა. მათ უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.

„ცხრა წელია რაც აქ მესაყვირე ვარ. ინსტრუმენტალურ მუსიკას ვასრულებთ: ჰერბი ჰენკონგის „კალტალუპეს“, არტურ სანდოვალის „საღამო ჰავანაში“, და ა.შ“. – ამბობს ორკესტრის უფროსი მუსიკოსი არჩილ დავითაშვილი.

ორკესტრი 1991 წლიდან მუშაობს და მასში 67 მუსიკოსი უკრავს.

ასევე, დღეს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურის პირობებთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრში საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს.

„ვიწვევთ 18 –დან 35–წლამდე მოქალაქეებს. ბუკლეტებში მოცემულია ინფორმაცია ანაზღაურებაზე, სოციალური დაცვის გარანტიებსა და იმ დოკუმენტებზე, რაც საჭიროა შეიარაღებულ ძალებში ჩასარიცხად“, – განაცხადა გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ერთიერთობის სერჟანტმა თორნიკე თვარაძემ.

მისი თქმით, საკონტრაქტო სამსახურში მიღება შვიდ მაისს გამოცხადდა და მაისის ბოლოს დასრულდება.

თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა ახალციხეში კონცერტი გამართა

თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა ახალციხეში კონცერტი გამართა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  სამხედრო ორკესტრის ბენდი კონცერტს გამართავს
საინფორმაციო კამპანია საკონტრაქტო სამსახურის შესახებ
შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო
  სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები   გაწვრთნიან
შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისთვის პოლიტიკა მკაცრდება
მუსიკა საზღვრების გარეშე
თავდაცვის სამინისტროს გენდერის კვირეული