FM97.5 / LIVE

თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს

მთავარისიახლე, სამართალი 13.11.2017
ახალციხეში, საბარგო სადგურზე, 9 ნოემბრის ღამით დაკავებული ახალგაზრდები, რომლებიც ადმინისტრაციულ სახდელს იხდიან, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს

მათ პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით წარუდგინა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

სამი დაკავებულიდან ორს, კ. ბ–სა და გ. კ–ს ბრალი 239–ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც გულისხმობს ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ და ისჯება ჯარიმით, ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ლ. ბ–ს კი ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სდებენ ბრალს, რაც გულისხმობს ხულიგნობის ჩადენას ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე .

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ახალციხეში, საბარგო სადგურზე მოხდა. ახალგაზრდები თურქულ ბარში ჩხუბისთვის დააკავეს. შსს–ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზემოხსენებული პირები მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ-ერთ თურქულ ბარში მივიდნენ. მათ ბარში მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო“.

მომხდარის გამო ბარის მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა. ახალგაზრდებს ადმინისტრაციული პატიმრობა ამავე ფაქტზე, პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობის გამო აქვთ შეფარდებული.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდათ
თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
თურქული ბარის საქმეზე სამ ახალგაზრდას განაჩენი გამოუტანეს
შსს პოლიციელების ცემაში დადანაშაულებაზე: ერთ–ერთმა დაზარალებულმა დამატებითი გამოკვლევა თავად მოითხოვა
თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს