FM97.5 / LIVE

შვეიცარიის დელეგაციამ ახალციხეში სურსათის სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.05.2018
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორი, მანუელ ზაგერი ახალციხეში სურსათის ეროვნულ სააგენტოს ლაბორატორიას ეწვია.

შვეიცარიის დელეგაციამ ახალციხეში სურსათის სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერა

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ახალციხეს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO-სთან) ერთად დღეს, სამ მაისს ესტუმრნენ. მათი თქმით, ისეთი საზღვრისპირა რეგიონისთვის, როგორიც სამცხე–ჯავახეთია სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართულ მუშაობას, ცხოველების დაავადებების კონტროლის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ თვალსაზრისით, სტუმრებმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე "ცხოველთა იდენტიფიკაცია–რეგისტრაციის პროგრამაზეც"(NAITS) გაამახვილეს.

"საქართველოში მოსახლეობის 50% სოფლად ცხოვრობს და მათ საქონელი ჰყავთ. ეს პროგრამა ეხმარება მათ რომ ჯანსაღი საკვები მიიღონ, დაიცვან სტანდარტები და პროდუქტი ექსპორტზეც გაიტანონ. ამიტომაა საჭიროა ლაბორატორიაც. იქ, როგორც ფერმერი, ასევე მთავრობა დააკვირდება თუ რამდენად ჯანმრთელია ცხოველი, როგორ მიმდინარეობს მისი მკურნალობის პროცესი და რას აჭმევენ მას", – ამბობს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალური დირექტორი მანუელ ზაგერი.

"ცხოველთა იდენტიფიკაცია–რეგისტრაციის პროგრამის" ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე აქცენტს პროექტის შედეგებსა და მიზნებზე აკეთებს: "პირველ რიგში, პროექტის მიზანი ცხოველთა და ადამიანთა ჯანმრთელობაა. თანმდევი პროცესი კი ქვეყნისთვის დადებითი იმიჯი და ხორცპროდუქტების ექსპორტის ზრდა. შედეგებს რაც შეეხება, ხორცპროდუქტების ექსპორტი, ბოლო წლებთან შედარებით, ექვსჯერ გაიზარდა. ამჟამად, მილიონზე მეტი ცხოველია იდენტიფიცირებული და მათი რაოდენობა კიდევ იზრდება".

პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

შვეიცარიის დელეგაციამ ახალციხეში სურსათის სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად ახალი რეგულაციები ამოქმედდება
2019 წლიდან არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძე აღარ გაიყიდება
FAO –  7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება
DTRA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში [R]
ოთარ დანელიას ვიზიტი იმერეთში [R]
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი FAO-ს რეგიონულ კონფერენციას ესწრება [R]