FM97.5 / LIVE

ოთარ დანელიას ვიზიტი იმერეთში [R]

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 19.04.2016
ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული სამსახურების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ოთარ დანელიას ვიზიტი იმერეთში [R]

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მნიშვნელობაზე, რაც ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება.

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის რეგიონული ლაბორატორია ცხოველთა დაავადებების პირველად და დამადასტურებელ დიაგნოსტიკას ახორციელებს. ტარდება კვლევები როგორც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ისე სურსათის კვლევის მიმართულებითაც. უკვე დანერგილია და აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის დაავადებების კვლევაც. 2015 წლიდან ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს. ამჟამად ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული;

ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის ახალი შენობა 2015 წელს გაიხსნა, სადაც 46 ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდა. რეგიონის მასშტაბით სააგენტოს სპეციალისტები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის კუთხით ცხოველთა ვაქცინაციებს (დაავადებებზე -ცოფი, თურქული, ცხვრის და თხის ყვავილი, ნოდულარული დერმატიტი) ახორციელებენ. ტუბერკულოზზე და ბრუცელოზზე ტარდება სისხლის ნიმუშების გამოკვლევა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას, ასევე იმერეთის რეგიონში მდებარე ცხოველთა 13 სასაკლაოს მონიტორინგს. სასაკლაოებში დანერგილია HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემა, რაც ზრდის მომხმარებლის ნდობას წარმოებული სურსათისადმი და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დასაახლოებლად.

„მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ბაზრის და სწრაფი კვების ობიექტების მონიტორინგი, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინტენსიურად ახორციელებენ. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად სკოლამდელ დაწესებულებებში უკვე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და დღეისათვის იქ არსებული კვების ბლოკების უმრავლესობა დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებულია 232 სკოლისა და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკები. სააგენტოს სპეციალისტებმა გასცეს 440 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, მათ შორის 225 - მწვანილზე. რაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მოზულობის ზრდაზე მეტყველებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა
ოთარ დანელიას ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
სურსათის ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს [R]
ოთარ დანელია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა [R]
შვეიცარიის დელეგაციამ ახალციხეში სურსათის სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერა
ბორჯომსა და ბაკურიანში 33 კვების ობიექტი დააჯარიმეს