FM97.5 / LIVE

FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2018
FAO-ს კვლევის თანახმად, ველზე მომუშავე ვეტერინარების საშუალო ასაკი 55-60 წელია. მომდევნო 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვის მკვეთრი შემცირება, რაც უკავშირდება საპენსიო ასაკს და ახალგაზრდა ვეტერინარების ცხოველებზე მუშაობის სურვილის არქონას.

FAO –  7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

FAO-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში, ვეტერინარული მიმართულების კურსდამთავრებულები, უმეტესწილად ქალაქში, შინაური ბინადარი ცხოველებისთვის (ძაღლი, კატა და სხვა) განკუთვნილ კლინიკებში არჩევენ დასაქმებას, რაც განპირობებულია:

• საველე ვეტერინარების გადატვირთული რეჟიმით;

• ვეტერინართა მცირე ანაზღაურებით;

• ფერმერებში - ვეტერინარზე დაბალი მოთხოვნით;

ანალიზი ანახებს, რომ რეგისტრაცია იდენტიფიკაციის პროგრამის ორ ვეტერინარს საშუალოდ 16 სოფლის მომსახურება უწევს. ისეთ რეგიონებში კი სადაც შედარებით ცოტა ვეტერინარია, ეს რიცხვი შეიძლება 80-მდეც გაიზარდოს, რაც ნიშნავს, რომ ვეტერინართა ორკაციანი ჯგუფი დაახლოებით თვის მანძილზე საშუალოდ 442 ოჯახს და 6300-მდე საქონელს ემსახურება. საყურადღებოა ისიც, რომ ვეტერინართა შორის გენდერული გადანაწილებაც არაპროპორციულია, იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამაში ჩართული ვეტერინარების მხოლოდ 11%-ია ქალი.

ვეტერინარები ასევე აღნიშნავენ, რომ მათი ანაზღაურება შრომასთან შეუსაბამოა, ხოლო მიმართვიანობა ფერმერთა მხრიდან, უკიდურესად დაბალი. ფინანსური სახსრების დაზოგვის მიზნით, ფერმერები ცდილობენ თავად ჩაუტარონ სამკურნალო ღონისძიებები ცხოველებს, რაც ხშირად არადამაკმაყოფილებელი შედეგით მთავრდება. ვეტერინარია განეკუთვნება იმ პროფესიების რიცხვს, რომელსაც თან ახლავს, როგორც ფიზიკური ტრავმები ასევე, ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებების მაღალი რისკი.

იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) და FAO ერთობლივად ცდილობენ, იდენტიფიკაციის პროგრამაში დასაქმებული ვეტერინარების ანაზღაურების უფრო მოქნილ პირობებზე გადაყვანას, რაც გულისხმობს, იდენტიფიკაციის ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვასთან ერთად, ვეტერინარების ანაზღაურების მიბმას, მათ მიერ სისტემაში იდენტიფიცირებული ცხოველების რაოდენობასთან, რაც ანაზღაურებას, მათი შრომის ადეკვატურს გახდის. თავის მხრივ სახელმწიფო, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას და ვაქცინაციის პროგრამას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს ფერმერებს, რაშიც საერთო ჯამში - სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 9 მილიონამდე ლარს ხარჯავს.

საყურადღებოა, რომ ქვეყანაში ვეტერინარული მდგომარების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2018 წლიდან ამოქმედდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ვეტერინარული განათლება დაუბრუნდა რეგულირებად სფეროს, რაც გულისხმობს, რომ სახელწიფომ ეს მიმართულება საკუთარ პრიორიტეტად აქცია. სახელწიფო სრულად დააფინანსებს ვეტერინარული მიმართულებით სტუდენტთა სწავლებას სახელმწიფო უნივერისტეტებში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვეტერინარული მიმართულების სამუშაო ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს განახლებულ კურიკულუმებს აღნიშნული მიმართულებისთვის. ამგვარმა მიდგომამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ვეტერინარიის, როგორც დარგის პოპულარიზაცია უნდა გამოიწვიოს.

ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამა (NAITS) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შვეიცარიის დელეგაციამ ახალციხეში სურსათის სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერა
2019 წლიდან არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძე აღარ გაიყიდება
კვირის აქცენტი: ვეტერინარების დეფიციტი [Video]
სურსათის ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს [R]
პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად ახალი რეგულაციები ამოქმედდება
მეურნე: ვეტერინარული ღონისძიებები საქონლის ბარში ჩამორეკვისას  [Video]
რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები