FM97.5 / LIVE

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2018
ახალციხეში, ხელოვნურ ტბასა და სკვერებში, სკამები და ატრაქციონებია დამტვრეული. ასევე, დაზიანებულია ტბაში შეჭრილი ხის სცენაც.

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]

ხელოვნურ ტბასა და ცენტრალურ პარკში, ასევე, თამარაშვილისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე სკვერებში სკამებია დაზიანებული. გარდა ამისა, მცირე ზომის ატრაქციონებია დაზიანებული ცენტრალურ პარკსა და ცხრა აპრილის ქუჩაზე.

"გაფუჭდება თუ არა ატრაქციონები, მაშინვე უნდა შეაკეთოს მერიამ, რომ ის უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის. მოსახლეობაც უნდა გაუფრთხილდეს და არ უნდა დააზიანონ", – ამბობს ახალციხეში მცხოვრები ნანა მიქელაძე, რომელსაც ორი წლის ბავშვი პარკში თითქმის ყოველდღე გამოჰყავს.

ბავშვების უსაფრთხოებაზე საუბრობს, ადგილობრივი სულხან მელაძეც: "ბავშვი ხშირად გამომყავს პარკში, მაგრამ ეს ატრაქციონები პატარებისთვის საშიშია. ხელისუფლების მხრიდან ამას ყურადღება უნდა ექცეოდეს".

ასევე, სახიფათოა ახალციხის ხელოვნურ ტბაზე წყალში შეჭრილი ხის სცენაც. რკინის კონსტრუქციაზე ხის ზედაპირი, დაახლოებით, ერთი წელია ჩავარდნილია.

"ტბაზე გატეხილ სკამებს უახლოეს დღეებში შევაკეთებთ. ხის მცირე სცენის ხარჯთაღრიცხვა კი უკვე გაკეთებული გვაქვს. 10 000 ლარია ამისთვის გაწერილი. სცენის განახლება მაისის ბოლომდე იქნება შესაძლებელი", – ამბობს ააიპ "ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების" ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე, რომელსაც, ტბის მოვლა–პატრონობო ევალება.

რაც შეეხება სკვერებში დაზიანებულ სკამებსა და ატრაქციონებს, ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში შეკეთდება: "ეს ყველაფერი უკვე შესწავლილი გვაქვს და მალე გავაკეთებთ".

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]
ცხრა აპრილის ქუჩა

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]
ცხრა აპრილის ქუჩა

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]
ცენტრალური პარკი

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]
ცენტრალური პარკი

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]
თამარაშვილის ქუჩა

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]
სცენა ახალციხის ტბაზე

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]

ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]

[ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა
ახალციხის ცენტრალურ პარკში ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]
ახალციხის სკვერებში დაზიანებულ სკამებს შეაკეთებენ [Photo]
ახალციხეში, სამი თვის წინ შეკეთებული ატრაქციონები დაზიანდა
ახალციხეში დაზიანებული ბიუეტები შეაკეთეს
ახალციხის მერია დაზიანებულ ატრაქციონებს შეაკეთებს
ახალციხის ტბაზე ველობილიკი დაზიანებულია