FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.04.2018
22 აპრილს „ახალციხის ციხე“ ტურისტული სეზონის გასახსნელად ემზადება, თუმცა, ციხის ადმინისტრაცია, საკონფერენციო დარბაზისა და კომპლექსის სხვა შენობებში, წვიმისგან დაზიანებული კედლების შეკეთებას ვერ ასწრებს.

‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ

„ახალციხის ციხის“ ციტადელის კოშკზე, საკონფერენციო დარბაზსა და იმ შენობების, ნაწილში, რომლებშიც მაღაზიები იყო განთავსებული, წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ„საკონფერენციო დარბაზის სახურავზე ჯერ ვერ მივაგენით იმ ადგილს, საიდანაც წყალი ჟონავს, რომ შესაბამისი მასალით შევაკეთოთ. რაც შეეხება კოშკს იქ მინებს ჩავსვამთ, რომ წყალი აღარ ჩავიდეს. ამ ყველაფრის კაპიტალურ რემონტს 26 მაისის ღონისძიებებისთვის მოვასწრებთ. მერე, ასევე, შევათეთრებთ კედლებსაც“, – გვითხრეს "ახალციხის ციხის" ადმინისტრაციაში.

22 აპრილამდე, ციხის ადმინისტრაცია, დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებს, თუმცა, ციტადელსა და კომპლექსის შესასვლელში მოაჯირების ნაწილის უკვე შეღებეს, ასევე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და საპირფარეშოების გაარემონტეს.

„მომავალი წლიდან ციტადელისკენ მიმავალა ბილიკზე გაბიონების დამონტაჟებასაც ვგეგმავთ. ძალიან ვიწრო ბილიკია, ამიტომ როცა ბევრი ტურისტია მწვანე საფარზე გადადიან“, – აცხადებს "ახალციხის ციხის" დირექტორი დავით ტაბატაძე.

ახალციხის ციხე, ახალ ტურისტულ სეზონს კვირას, 22 აპრილს საზეიმოდ გახსნის. 16:00 საათზე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ციხეს ტერიტორიას აკურთხებს, 17:00 საათზე კი ადგილობრივი ანსამბლების შესრულებით კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას ადგილობრივი თივთმმართველობის, სამხარეო ადმინსიტრაციისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრებიან.

კომპლექსი დამთვალიერებლებს ყოველ დღე, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მიიღებს.

‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებული კედლების და სახურავების შეკეთება დაიწყეს
‘ახალციხის ციხეზე’  2018 წლის ტურისტული სეზონი გაიხსნა  [Photo]
სექტემბრიდან  ახალციხის ციხეზე შესვლის განრიგი იცვლება
ახალციხის ციხეზე შიდა კარიბჭის ჭერი ჩამოინგრა
ახალციხის ციხეში 19 აპრილს ღონისძიება აღარ გაიმართება
დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – ახალციხეში დაგეგმილი ღონისძიებები
‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებულ ფასადებს, ბილიკებს და ტერასებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება