FM97.5 / LIVE

მესხი დეპუტატები პარლამენტში გენდერულ კვოტირებას მხარს არ უჭერენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.04.2018
ახალციხე–ადიგენისა და ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კანდიდატები ღირსებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა ირჩეოდნენ, და არა სქესის.

მესხი დეპუტატები პარლამენტში გენდერულ კვოტირებას მხარს არ უჭერენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენისას სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპორექტს ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მხარი არ დაუჭირეს.

კოპაძე მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტირების შესახებ კანონის მიღება ქალებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება: „მგონია, რომ ქალები კვოტირების გარეშეც შეუზღუდავები არიან. ამის მაგალიათია ამ მოწვევის პარლამენტი, სადაც ქალებიც წამყვან პოზიციებზე არიან. ამიტომ ხელოვნურად რაღაცეების დაწესება ჩემთვის მიუღებელია“.

კოპაძის მოსაზრებას იზიარებს გედევან ფოფხაძეც. მისი თქმით, კანდიდატები ღირსებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით უნდა შეირჩენენ და არა სქესის: „ნებისმიერი კვოტირება პოლიტიკურ ცხოვრებაში მიუღებელია. როდესაც შენ კვოტებით ავსებ პარლამენტს, გავიწყდება ის ძირითადი პრინციპები, რითაც უნდა მოხდეს პროფესიონალი კადრის შერჩევა. იმ ქალისთვისაც არ არის სწორი გზავნილი, ვისაც ეუბნები, რომ შენ ბევრი უნდა იყო პარლამენტში, ამისთვის კი გიწესებ კვოტას“.

არ იზიარებენ ფოფხაძისა და კოპაძის პოზიციებს პარლამენტარი ქალები: „ქალისთვის ის უფრო შეურაცხმყოფელია, რომ წამყვან თანამდებობებზე მათი ადგილი არ არის. აღმოჩნდა, რომ პარტიები ვერ ხედავენ იმის საჭიროებას, რომ სიებში ქალები ჰყავდეთ, ამიტომ გადაწყდა საკანონმდებლო დონეზე დაგვერეგულირებინა“, – ამბობს ირინა ფრუიძე.

ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთში, არც საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის და არც მერის მოადგილის პოზიციაზე, არცერთი ქალი მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით, სამცხე–ჯავახეთში არჩეული ქალების რაოდენობა, 2017 წლის აჩევნებისათვის, 9%–იდან 12%–მდე გაიზარდა, წამყვან თანამდებობებზე მათი როლი მაინც დაბალია. რეგიონში თვითმმართველობის არჩევნებზე ადგილობრივებმა ერთი ქალი მერი და 23 ქალი დეპუტატი აირჩიეს. ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი არამხოლოდ სამცხე–ჯავახეთის, საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი ქალი მერია.

რას ფიქრობს გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი უცნობია. იგი იმ სხდომას, რომელზეც კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა, არ დასწრებია. „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს კი არ უპასუხა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი ჩავარდა
სამცხე–ჯავახეთში არჩეული ქალების რაოდენობა 9%–დან 12%–მდე გაიზარდა
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის
არასამთავრობოები: კვოტირების უარყოფა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ანივარდ მოსოიანი: იმედი მაქვს საპასუხისმგებლო პოზიციებზე მეტი ქალი იქნება
“თუ ქალი ოჯახს მართავს კარგად, სახელმწიფოსაც გამართავს”[Video]