FM97.5 / LIVE

როდის აღდგება მოძრაობა სრულად 9 აპრილის ხიდზე [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.03.2018
სარემონტო სამუშაოების გამო, ახალციხის შემოსასვლელში, 9 აპრილის ქუჩისკენ მიმავალ ხიდზე, მოძრაობაა შეზღუდული.

როდის აღდგება მოძრაობა სრულად 9 აპრილის ხიდზე  [Photo]

ერთი კვირაა ხიდის ერთი მხარე ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. საგზაო ნიშნები მძღოლებს სარემონტო სამუშაოების შესახებ აფრთხილებს. ეს ხიდი ქალაქის ცენტრში მოსახვედრი ორი მიმართულებიდან ერთ–ერთია, ამიტომ, აქ დატვირთული მოძრაობაა და ამ შეზღუდვის გამო ხანმოკლე საცობები იქმნება.

ხიდის შეკეთება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მის ზედაპირზე, რამდენიმე ადგილას, ასფალტის საფარი გაიბზარა. გაბზარული ადგილების ამოჭრის შედეგად აღმოჩნდა, რომ გადაბმის ადგილებში ხიდს კომპენსატორები არ აქვს.

როდის აღდგება მოძრაობა სრულად 9 აპრილის ხიდზე  [Photo]

„კომპენსატორები სჭირდება იმისთვის, რომ ასფალტში ჩასული წვიმის წყალი ჩავიდეს მდინარეში და ბურჯებში არ გაიჟღინთოს. ახლა ასეთი რამ არ აქვს“, – გვიხსნის ხიდის შემკეთებელი კომპანიის, „გზა და ხიდის“ ხელმძღვანელი გოდერძი ბლუაშვილი.

მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ერთ მხარეს სამუშაოები მორჩება, ხიდის მეორე მხარეს გადაინაცვლებენ. ასე იმიტომ გადაწყდა, რომ მთლიანი ხიდი არ ჩაეკეტათ. კომპანია სამუშაოების დასრულებას 7–8 დღის ვადაში ვარაუდობს. მას შემდეგ, რაც კომპენსატრების მონტაჟი დასრულდება, გზის ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარსაც შეცვლიან. თუმცა, ამას უკვე სხვა კომპანია გააკეთებს.

როდის აღდგება მოძრაობა სრულად 9 აპრილის ხიდზე  [Photo]

ხიდზე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს. „გზა და ხიდი“ შპს „არილის“ ქვეკონტრაქტორია. ამ კომპანიას აქვს მოგებული აღმოსავლეთ საქართველოში ხიდების მოვლა–შენახვის ტენდერი.

როდის აღდგება მოძრაობა სრულად 9 აპრილის ხიდზე  [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ აწყვიტის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ათი სოფლის დამაკავშირებელ  ხიდზე მოძრაობა ათ დღეში აღდგება
სოფელ გიორგიწმინდასთან ახალი ხიდი აშენდება
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
ადიგენში გორგულის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში სამი ხიდის რეაბილიტაცია იწყება
წნისში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო