FM97.5 / LIVE

‘განახლებული მესხეთი’– სამცხე–ჯავახეთის პირველი გაზეთი

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2018
ახალციხეში, მაშინდელი ძმები მარტიროსიანცების ქუჩაზე მდებარე სტამბაში, 1919 წლის 2 თებერვალს რეგიონის პირველი გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა.

‘განახლებული მესხეთი’– სამცხე–ჯავახეთის პირველი გაზეთი

ყოველკვირეული "საპოლიტიკო და სალიტერატურო" გამოცემა „განახლებული მესხეთი“ორენოვანი იყო, ქართულ-თურქული და თავისი სლოგანიც ჰქონდა - „გაუმარჯოს გაერთიანებულ სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს“.

"განახლებული მესხეთის" ნომერი რეგიონში მანეთი და 50 კაპიკი ღირდა, მესხეთის გარეთ კი ორი მანეთი. გაზეთს "ახალციხის მაზრის მიწის მუშათა საბჭო" გამოსცემდა.

სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში რეგიონის პირველი ქართული გაზეთის სულ სამი ნომერია დაცული. „განახლებული მესხეთში“ სამი გვერდი ქართულ მასალებს ეთმობა, მეოთხე, უკანასკნელი გვერდი კი თურქულ ენაზეა.

ახალციხის ქართველი ებრაელობა, სოფლის ცხოვრება, უწყლობა რაბათში, პროტესტი, სამუსლიმანო საქართველო, კვირიდან–კვირამდე – ეს სამცხე-ჯავახეთის პირველ გაზეთში გამოქვეყნებული მასალების სათაურებია.

„სიმინდი – ახალციხის გლეხთა საბჭომ მიიღო მთავრობის მიერ გამოგზავნილი სიმინდი და ამ დღეებში გაუნაწილებს მცხოვრებთ“, – წერია რუბრიკაში ახალი ამბები.

აქვეა ამბავი ცელებზეც – „ახალციხის მაზრის გლეხთა საბჭომ უკვე მიიღო ცელები და ანაწილებს გლეხთა შორის“.

რეგიონის პირველ გაზეთს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, გაზეთის ერთ-ერთი ნომრის ბოლო გვერდზე ასეთ განცხადებას შეხვდებით:

აგენტების საყურადღებოთ!

ვთხოვთ, ჩვენი გაზეთის აგენტებს დაჩქარებით გამოგვიგზავნონ გაყიდული გაზეთის ფასი, გაზეთში ნაჩვენებ მისამართით, აგრეთვე ვთხოვთ იმ სამკითხველოების გამგეობათ, რომელთაც ჩვენი გაზეთი ეგზავნება და ფასი არ გამოუგზავნიათ – გამოგვიგზავნონ!


ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი გვიყვება, რომ ახალციხეში ადგილობრივ პრესას საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. 1918–1921 წლებში ახალციხეში არსებულ სტამბებში იბეჭდებოდა რამდენიმე დასახელების გაზეთი: „განახლებული მესხეთი”, „მესხეთ-ჯავახეთი”, და „შარჟუმი".

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მომხდარი ცვლილებების გამო ადგილობრივი პრესის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა, ცოტა მოგვიანებით კი სამცხე-ჯავახეთში ერთდროულად რამდენიმე გაზეთი გამოვიდა.

1926 წელს ახალციხეში გამოდიოდა გაზეთი „რანჩპარი” - „მიწათმომქმედი”,
1933 წელს – "მშრომელი ებრაელი”,
1933–1934 წლებში – „სოციალიზმისაკენ”.
1931 წლიდან გამოდიოდა გაზეთი „წითელი დროშა”.
1936 – 1939 წლებში ასპინძაში იბეჭდებოდა გაზეთი „ბაგბან”,
1939 –1941 წლებში – „სოციალიტური სოფელი”.


ცოტა მოგვიანებით მმართველობის რაიონული დაყოფის შემდეგ, როცა სამცხე – ჯავახეთი დაიყო ხუთ რაიონად. თითოეულს ჰქონდა საკუთარი ბეჭვდითი ორგანო. ასპინძაში იბეჭდებოდა გაზეთი „ასპინძა”, ახალციხეში – „წითელი დროშა, ახალქალაქში – „შუქურა”, ადიგენში – „განახლებული მესხეთი”.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. პროფესიულ დღესასწაულს მედია სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა – პირველი ნომერი 1819 წლის 21 მარტს (8 მარტს) გამოვიდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა
თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდები ჟურნალისტიკაზე [Video]
ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა
‘სამხრეთის კარიბჭე’ რადიომაუწყებლობისთვის ემზადება
‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს
'სამხრეთის კარიბჭემ' ათი წლის იუბილე იზეიმა
"ფესვები“-  ხიდი ჩამოსულებსა და დარჩენილებს შორის