FM97.5 / LIVE

ლიმონათი, ვაფლი, კანფეტი და ღვინო – სათნოების სახლის ბენეფიციარებს 8 მარტი მიულოცეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.03.2018
ახალციხე–ადგიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს თანამშრომლებმა და ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს ქალთა დღე მიულოცეს.

ლიმონათი, ვაფლი, კანფეტი და ღვინო  – სათნოების სახლის ბენეფიციარებს 8 მარტი მიულოცეს
დღეს,8 მარტს ახალციხეში სათნოების სახლის ბენეფიციარებს ქალთა საერთაშორისო დღე ტკბილეულითა და ყვავილებით მიულოცეს. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა მათ ვაფლი, კანფეტი, „კრეკერი“, ლიმონათი და „პეჩენია“ მიუტანეს.

ლიმონათი, ვაფლი, კანფეტი და ღვინო  – სათნოების სახლის ბენეფიციარებს 8 მარტი მიულოცეს

„გიორგი კოპაძის ინიციატივით ბიუროს თანამშრომლებმა, საკრებულოს დეპუტატებთან ამბარცუმ ბაბოიანთან და გიორგი ბეროშვილთან ერთად, მივულოცეთ ბენეფიციარებს 8 მარტი. ტკბილეული ჩვენი დანაზოგით შევიძინეთ“, –ამბობს ახალციხე-ადიგენის №44 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს თანამშრომელი ნაირა სამსონიძე.

ახალციხის სათნოების სახლში 169 ბენეფიციარია, 137 ქალი და 32 კაცი. ბენეფიციარები საკვებს ყოველ დღე, ოღონდ დღეში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ნაწილი სათნოების სახლში სადილობს, ნაწილს კი მისთვის კუთვნილი ულუფა სახლში მიაქვს. დღეს, ბენეფიციარებმა სტუმრებთან ერთად ისადილეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს სათნოების სახლისთვის 125 000 ლარია გამოყოფილი.

ლიმონათი, ვაფლი, კანფეტი და ღვინო  – სათნოების სახლის ბენეფიციარებს 8 მარტი მიულოცეს

ლიმონათი, ვაფლი, კანფეტი და ღვინო  – სათნოების სახლის ბენეფიციარებს 8 მარტი მიულოცეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო საჩუქარი „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს
ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარებს საკვებს ფანჯრიდან აწვდიან
კუთვნილი ულუფა სახლში მიტანით
რატომ ამოიღეს წვნიანი ახალციხის სათნოების სახლის მენიუდან
ახალციხეში ‘სათნოების სახლის’ რეაბილიტაცია დაიწყო
თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს
"სათნოების სახლის"  რეაბილიტაცია დასრულდა