FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘სათნოების სახლის’ რეაბილიტაცია დაიწყო

მთავარიეკონომიკა 02.03.2016
შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხის მერია სურსათის ეროვნული სააგენტოს შენიშვნების გათვალისწინებას იწყებს. „სათნოების სახლს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოწესრიგდება სველი წერტილი, სამზარეულო, სასადილო და დამხმარე ოთახები.

ახალციხეში ‘სათნოების სახლის’ რეაბილიტაცია დაიწყო

„სათნოების სახლის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ პროჯექტი“ ასრულებს. რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21.811 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა და სველი წერტილები. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება სამზარეულოს, სასადილოს და დამხმარე ოთახს. დაგეგმილია შენობა–ნაგებობის სახურავის რეაბილიტაცია - გადახურვა.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე „სათნოების სახლი“ ილია მართლის N 22-ში იფუნქციონირებს.

„ბენეფიციარებს ერთი დღეც რომ არ შეწყვეტოდათ კვება, ავეჯი და ინვენტარი ღამის საათებში გადავიტანეთ“,- აცხადებს სათნოების სახლის დირექტორი ვერა ბარძიმაძე.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ახალციხის „სათნოების სახლში“ 2015 წლის 30 ივლისს შევიდა. სააგენტოს წარმომადგენლებმა „სათნოების სახლში“ არა ერთი დარღვევა დააფიქსირეს.

დოკუმენტური შემოწმების შემდეგ დაწესებულებას საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებისთვის ვადა 15 სექტემბრამდე მიეცა. მოგვიანებით, კი ეს ვადა 25 დეკემბერამდე გადაიწია.

მაშინ მერიაში განმარტავდნენ, რომ ბევრი საქმის გამო, პროექტის შესადგენად დრო ვერ გამონახეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"სათნოების სახლის"  რეაბილიტაცია დასრულდა
ახალციხის მერიამ რვა თვეში „სათნოების სახლში“ საკანალიზაციო სისტემა ვერ მოაწესრიგა
'სათნოების სახლის' საქმე – შესაძლოა მერია დაჯარიმდეს
ვადა ამოიწურა, ‘სათნოების სახლში’ კი საკანალიზაციო სისტემა ისევ არაა
სააღდგომო საჩუქარი „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს
სანიტარული დარღვევები ახალციხის  „სათნოების სახლში“
ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარებს საკვებს ფანჯრიდან აწვდიან