FM97.5 / LIVE

5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.02.2018
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა მოამზადა პეტიცია, რომლითაც მოითხოვს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სრულად დაფინანსდეს 0-დან 5 წლამდე ასაკის მოზარდების სამედიცინო კვლევა და მკურნალობის ხარჯი.

5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

აღნიშნული პეტიცია ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა სუდაძემ დღეს, 21 თებერვალს, ახალციხის მცხოვრებლებს გააცნო.

მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 0–დან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მომსახურებას მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს: „ამ ასაკის ბავშვებისთვის ახლა მხოლოდ ანალიზების გაკეთებაა შესაძლებელი. იქნებ ჩვენმა პეტიციამ შედეგი გამოიღოს და სრულად დააფინანსონ როგორც გამოკვლევები, ისე ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა“.

პეტიცია, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაზე 19 თებერვალს შეიქმნა. იმისათვის, რომ მთავრობამ განიხილოს, მან 10 000 ხელმოწერა უნდა დააგროვოს.

მაკა სუდაძე გეგმავს, რომ ამ პეტიციის შესახებ ინფორმაცია მაქსიმუალურად მიიტანოს მოსახლეობამდე და ამისთვის სვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ტიპის შეხვედრების გამართვას გეგმავს.

5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

დღევანდელ შეხვედრაზე მაკა სუდაძემ ელექტრონული პეტიციების ოფიციალურ სამთავრობო პლატფორმაზეც ისაუბრა.

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

აქვე, ამ პეტიციაზე ხელმოწერა ამ ბმულიდან შეგიძლიათ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ახალციხეში ელექტრონული პეტიციების პლატფორმას წარადგენენ
მოქალაქეები მთავრობას ელექტრონული პეტიციებით მიაწვდიან ხმას
'აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები'– ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება
გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა
რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
ახალი ამბები – 22 თებერვალი [Audio]
დღის მთავარი გამოშვება – 22 თებერვალი [Audio]