FM97.5 / LIVE

'აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები'– ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება

მთავარისაზოგადოება 15.12.2015
ასაფეთქებელი საშუალებების აკრძალვის მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება, რომლის ადრესატები არიან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი.

'აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები'– ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება

"მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით ვაჭრობა და მათი გამოყენება. აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით, ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ბომბოჩკები“ გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის მიზეზი. აღნიშნული გასართობი საშუალებებით დასახიჩრდა არაერთი, სხვადასხვა ასაკის პიროვნება.

უკონტროლო, გართობის მიზნით აფეთქებები აღიზიანებს უამრავი ბავშვის და შეუძლოდ მყოფი, ზრდასრული ადამიანების ფსიქიკას. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება სადიზმის გამოვლინების შემთხვევებიც, რა დროსაც ბავშვების მავნე მიდრეკილებების მსხვერპლი ხდებიან ცხოველები. ხშირია მათი წამების ფაქტები.

აღნიშნული, სრულიად საკმარისი მიზეზების გამო მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიცია ინტერნეტში 15 დეკემბრის დილით, გავრცელდა და 13:40 საათის მონაცემებით, 1450 ხელმოწერა აქვს.

ინტერნეტში პეტიცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გუშინ, 14 დეკემბერს მცირეწლოვანმა ბავშვმა ბურბუშელაში საჩუქრად ჩადებული პიროტექნიკა გადაყლაპა. მცირეწოვანი იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი სახლშია გაწერილი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: უნდა აიკრძალოს თუ არა საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენება [Video]
რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა
ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს
დაეხმაროს საქართველოს მთავრობა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში – პეტიცია
სოფელ მინაძეში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია