FM97.5 / LIVE

საკრებულოებთან გენდერული თანასწორობის საბჭოები იქმნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.02.2018
მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოები იქმნება, რომლის წევრები მერია–საკრებულოს წევრების გარდა, ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

საკრებულოებთან გენდერული თანასწორობის საბჭოები იქმნება

ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოები უკვე შექმნეს, ახალციხესა და ადიგენში ჯერ მხოლოდ დებულებები დაამტკიცეს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში კი დებულებაზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

საბჭოების შექმნის შესახებ რეკომენდაცია საკრებულოებმა მთავრობიდან მიიღეს. დებულებების მიხედვით, საბჭოების შექმნის მიზანი, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის დაცვაა. საბჭოებმა გენდერულ ჭრილში უნდა გაანალიზონ თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები. მათ უნდა მოამზადონ გენდერული თანასწორობის დაცვის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებიც.

საბჭოს წევრთა მინიმალური ოდენობა შვიდი–ცხრა წევრია. წევრები საკრებულოს დეპუტატები, ასევე მერიებში გენდერის განყოფილებაში დასაქმებულები, ან გენდერის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები არიან. საბჭოს შეუძლია წევრებად მიიწვიოს აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები. საბჭო ანაზღაურების გარეშე იმუშავებს.

შეკითხვაზე – რამდენად ექნებათ საბჭოების წევრებს შესაბამისი ცონდა ამ მიმართულებით, საკრებულოებში ამბობენ, რომ საბჭოს იმ კადრებით დააკომპლექტებენ, ვინც „მსგავს საკითხებთან ახლოს დგას“, იმედს არასამთავრობო ორგანიზაციებზე ამყარებენ: „გარდა ამისა, საბჭოების მუშაობაში ჩავრთათ დეპუტატ ქალებს, ქალმა ქალის საჭიროებები ყველაზე უკეთ იცის“.

ასპინძაში, ახალციხესა და ადიგენში საბჭოებს საკრებულოს თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ, ბორჯომში კი თავმჯდომარის მოადგილე.

ასპინძაში საბჭოში 11 წევრია, მათგან 60% ქალი. ამ საბჭოს წევრია ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე მარინა მოდებაძე, ასევე სოფელ ტოლოშის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინელი ბერიძე და ასპინძაში ქალთა ოთახის ხელმძღვანელი მედეა ქავთარაძე.

„ჩვენი მიზანია ბიუჯეტში ცალკე მუხლად გაიწეროს ქალთა საჭიროებებისთვის თანხა. ასევე გვინდა, რომ სოფლებიდან სამარშრუტო ტაქსებმა იარონ ბავშვების ბაღში სატარებლად. გარდა ამისა, დეპუტატებს დავავალებთ ყველა სოფელში აქტიური ქალების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ვეცდებით თუნდაც მესამე სექტორში მათ დასაქმებაში დავეხმაროთ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და გენდერის საბჭოს წევრი დარეჯან ზღუდაძე.

19 წევრით დააკომპლექტა ბორჯომმა გენდერის საბჭო. მასში 12 ქალი და შვიდი კაცია.

„ჯერ სამოქმედო გეგმა გაწერილი არ გვაქვს, ახლა ვმუშაობთ“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელიც გენდერის საბჭოს ხელმძღვანელობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში საბჭოს დებულება უკვე დაამტკიცეს და მის შემადგენლობას თვის ბოლომდე განსაზღვრავენ.

„ალბათ 15 წევრი იქნება საბჭოში. ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც გენდერის საკითხებზე მუშაობენ, მოწვევები გაგზავნილი გვაქვს და პასუხებს ველოდებით. თვის ბოლოს ვვარაუდობთ, რომ საბჭოს ჩამოვაყალიბებთ“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტმაც ჯერ მხოლოდ დებულება დაამტკიცა: „კონსულტაციები უნდა გავიაროთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ახლა. ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცით საბჭოს რამდენი წევრისგან დავაკომპლექტებთ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა გეგმები აქვს ახალციხის გენდერულ საბჭოს
NGO-ები გენდერული საბჭოების მუშაობაში ერთვებიან
ახალციხეში გენდერული თანასწორობის საბჭო მხოლოდ ფურცელზე არსებობს – გამჭვირვალობა
'კონსტიტუციის 42–ე მუხლი' დამსაქმებლებს გენდერის თემაზე ატრენინგებს
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
ხშირად დასმული კითხვები გენდერული თანასწორობის შესახებ [R]
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში „გენდერული საუბრები“ გაიმართება