FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 15.02.2018
ახალციხის თვითმმართველობიდან რეორგანიზაციის შემდეგ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, სასამართლო პროცესი მოიგეს – ისინი თავიანთ პოზიციებზე უნდა დაინიშნონ და სახელფასო განაცდური აუნაზღაურდეთ. ეს ის დავაა, რომლის საწარმოებლად საკრებულომ კერძო ადვოკატი დაიქირავა.

ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს

გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ განაჩენი დღეს გამოიტანა. მოსამართლის განმარტებით, ყოფილი თანამშრომლების მიმართ გათავისუფლების აქტი არ გამოცემულა და ამასთან ერთად, სხვა დარღვევებიც იყო, ამიტომ, ისინი თავიანთ პოზიციებზე უნდა დაინიშნონ და სახელფასო განაცდური, გასული წლის პირველი დეკემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, უნდა აუნაზღაურდეთ.

„მიუხედვად იმისა, რომ თემი და ქალაქი გაერთიანდა, მათი შტატები არ შემცირებულა და იგივე დარჩა. ამიტომ, ამ შემთხვევაში მობილობა არ უნდა განხორციელებულიყო და ეს პიროვნებები თავიანთ პოზიციებზე უნდა დანიშნულიყვნენ“, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს არ დაუკმაყოფილდა სარჩელის ის ნაწილი, რომელიც საახალწლო პრემიების ანაზღაურებას ეხებოდა: „რადგან, სავალდებულო არ არის პრემიები ყველა თანამშრომელზე გაიცეს, თუნდაც მოქმედი იყოს“.

მოსარჩელე მხარე სარჩელის ამ ნაწილის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას არ გეგმავს.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ამბობენ, რომ პროცესის მოგებას ელოდნენ.

„იურიდიულად მხარე საკრებულო იყო, მაგრამ ფაქტობრივი მხარე იყო მერია, იმიტომ რომ ზაზა მელიქიძემ მიიღო ჩვენი გათავისუფლების გადაწყეტილება. ამავე დროს აქ საკრებულოს იურისტები არაფერ შუაში არიან. მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება მერიის იურისტს, ევა იველაშვილს. ჩვენს მიმართ რა კანონდარღვევებიც განხორციელდა ყველა პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება“,– განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ეკა ტატალაშვილმა.

ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნულს ზემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გაასაჩივრებს: „მოსამართლემ ძალიან მშრალი გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედვად იმისა, რომ ჩვენმა ადვოკატებმა ყველაფერი განუმარტეს, მაინც არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. ჩვენ კანონის დაცვით მოვახდინეთ ყველა პროცედურა და ისე იყვნენ ეს ადამიანები გათავისუფლებული თავიანთი პოზიციებიდან“.

განსხვავებით მოსარჩელე მხარისგან, საკრებულო მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ზემდგომ ინსტანციაში უწყების ინტერესებს კვლავ დაქირავებული ადვოკატი პაატა კიკვიძე დაიცავს, რომელიც დღევანცდელ გამოცხადებას არ დასწრებია.

შეგახსენებთ, ამ დავის საწარმოებლად საკრებულომ კერძო ადვოკატი დაიქირავა. რა თანხა უნდა გადაუხადონ ადოკატს, საკრებულოში არ გაამხილეს.

დღეს სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდნენ პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. შეგახსენებთ, ამ პარტიის წევრია ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილის მეუღლე. პარტიის ახალციხის რაიონული ორგნიზაციის ხელმძღვანელის გელა დემეტრაძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოფილი თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა განხორციელდა:
„დღეს იზეიმა სამართალმა და იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი განაჩენი იქნება იმის საფუძველი, რომ შემდგომში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადამიანები სამსახურიდან ასე უბრალოდ, კანონდარღვევით, აღარ გაუშვან".

შეგახსენებთ, რომ ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებთ განაცდურის ანაზღაურება იყო. მათ სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 29 დეკემბერს შეიტანეს. მათ ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი იცავდა. გასულ პროცესზე მან განაცადა, რომ ეს პრეცენდენტული საქმე იყო.

"საქართველოს სასამართლო სისტემაში ეს არის პირველი განხილვა ამ კატეგორიის, რომელიც გულისხმობს მობილობის წესით საჯარო მოხელის დანიშვნა–არდანიშვნის საკითხს“, – განაცხადა გასულ, 12 თებერვალს გამართულ პროცესზე ქეთი ბებიაშვილმა.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე დავის საწარმოებლად საკრებულომ ადვოკატი დაიქირავა
ახალციხის საკრებულოს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
კვირის აქცენტი: ახალციხის საკრებულოს წაგებული საქმე [Video]