FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოში უჩივლეს

მთავარისიახლე, სამართალი 05.01.2018
ახალციხის საკრებულოს წინააღმდეგ ორმა ყოფილმა თანამშრომლემა სასამართლოში საჩივარი შეიტანა; მათი მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებაა;

ახალციხის საკრებულოს ყოფილმა  თანამშრომლებმა  სასამართლოში უჩივლეს

თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, ყოფილი უფროსი სპეციალისტი ეკა ტატალაშვილი და ქალაქის საკრებულოში საორგანიზაციო საკითხების ყოფილი სპეციალისტი თეა ბაღდოშვილი სასამრთლოს გზით სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

ყოფილი თანამშრომლები ადმინისტრაციული სარჩელის მიხედვით იძულებით განაცდურის ანაზღაურებას, ასევე მათ მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელებას და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების გამოცემას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ორივე მათგანი იმ პოზიციაზე აღდგება, სადაც სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა.

ტატალაშვილმა და ბაღდოშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი 29 დეკემბერს შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი სამსახურიდან პირველ დეკემბერს გაათავისუფლეს. მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებებში წერია, რომ მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე სამსახურიდან ათავისუფლებენ და მოხელეთა რეზერვში რიცხავენ. მოგვიანებით, 23 დეკემბერს კი ელექტრონულ ფოსტაზე მერიის ახალი ბრძანება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, გათავისუფლების შესახებ პირველ დეკემბერს გამოცემული ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი.

„გვეუბნებიან, რომ მობილობის ეტაპზე ვართ ისევ, არადა მობილობა დასრულებულია, ამიტომ გაუგებარია რას გულისხმობენ“, – ამბობს თეა ბაღდოშვილი.

ტატალაშვილიც და ბაღდოშვილიც აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს– ტატალაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრი, ბაღდოშვილი კი ამავე პარტიის წევრის მეუღლეა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
ახალციხის მერიამ თანამშრომლები ჯერ გაათავისუფლა, შემდეგ კი ბრძანებები ბათილად ცნო
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება
თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმა ახალციხის საკრებულოს საქმე უზენაესშიც მოუგეს