FM97.5 / LIVE

მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილი ბიჭი საავადმყოფოდან გაწერეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.02.2018
ახალციხეში, მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილი მეორეკლასელი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია, იგი საავადმყოფოდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებს. მომხდარზე შსს–ს ძიება არ დაუწყია.

მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილი ბიჭი  საავადმყოფოდან გაწერეს

როგორც ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, მოზარდის მდგომარეობა სტაბილური იყო და გუშინ, 14 თებერვალს, გვიან ღამით, გაწერეს.

მეორეკლასელი ბიჭი მდინარე ფოცხოვში, გუშინ, 14 თებერვალს ჩავარდა. როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" თვითმხილველებმა უთხრეს, იგი მეგობართან ერთად სანაპიროს ქუჩაზე არსებულ სტადიონზე თამაშობდა, ბურთი წყალში ჩაუვარდა და თვითონაც გადაყვა. დინებამ ბავშვი დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე გაიტაცა. იგი მესამე საბავშვო–ბაღის დარაჯმა გადაარჩინა – მამაკაცმა მოზარდის ამოყვანა თამარაშვილის ქუჩაზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლო.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის გადაცივება ჰქონდა.

„ზოგადი მდგომარეობა შემოყვანისას მძიმე იყო. უტარდება ინფუზიური თერაპია სხვადასხვა მედიკამენტებით. ხვალ დილამდე დავაკვირდებით და მდგომარეობის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – გვითხრეს გუშინ საავადმყოფოში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, რომ მომხდარში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და შესაბამისად, საქმეზე ძიება არ დაწყებულა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მეორეკლასელი მოსწავლე მდინარე ფოცხოვში ჩავარდა
მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილ ბიჭს გამოკვლევები უტარდება
ქალი, რომელიც წყალში, თავის მოკვლის მიზნით გადახტა, საავადმყოფოდან გაწერეს
ჩხუბში მძიმედ დაშავებული კაცი კლინიკიდან გაწერეს
ავარიისას დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ახალციხეში, მდინარეში გადამხტარი ქალის მდგომარეობა მძიმეა
ასპინძაში დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა